კაზორლა: ”ვერავინ შეცვლის ჩავის”

კაზორლა: ”ვერავინ შეცვლის ჩავის”

ლიტვასთან მატჩის დროს სანტი კაზორლა ნახევარდაცვაში ინიესტას და ბუსკეტს შეუწყვილდა. ამის მიზეზი ჩავის და ჩაბი ალონსოს ტრავმებია.

სანტი კაზორლა: ”არ მგონია არსებობდეს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ჩავის შეცვლის. ის უნიკალური ფეხბურთელია და საუკეთესოა მსოფლიოში თავის პოზიციაზე. მისი ტრავმა ჩვენთვის სერიოზული დანაკლისია, თუმცა მის შეცვლას შევეცდებით. მას ვუსურვებ სწრაფად გამოჯანმრთელებას და მწვანე მინდორზე დაბრუნებას. რაც შეეხება შოტლანდიასთან მატჩს, ჩემი აზრით ეს იქნება რთული მატჩი. ისინი საკუთარი გულშემატკივრების წინ თამაშობენ და მოსეგებად გამოვლენ მოედანზე. სავარაუდოდ ისინი კონტრშეტევებზე ითამაშებენ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გლაზგოში სამი ქულის ასაღებად მივდივართ. ამ თამაშის მოგების შემთხვევაში 9 შესაძლო ქულიდან მაქსიმალურ ქულებს მოვაგროვებთ, რაც ევრო-2012-ზე მოხვედრის შანსებს მაქსიმალურად გაგვიზრდის”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.