"ბარსელონას" მწვრთნელები ბოლო 20 წლის მანძილზე

"ბარსელონას" მწვრთნელები ბოლო 20 წლის მანძილზე

20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კრუიფმა "ბარსელონა" დატოვა. ეს იყო 1995/96 წლების სეზონში. მას შემდეგ, "ბარსელონამ" 10 მწვრთნელი გამოიცვალა. ამ ათი მწვრთნელის შესახებ სტატიაში მოგიყვებით.

ბობი რობსონი (1996/97)

კრუიფის წასვლის შემდეგ, ბობი რობსონი დაინიშნა მწვრთნელად. მან ერთი სეზონი გაატარა კატალონიურ კლუბში, მაგრამ იმ სეზონში 2 ტიტული მოიგო. ინგლისელმა მწვრთნელმა მოიგო თასების მფლობელთა თასი პსჟ-ს წინააღმდეგ და ესპანეთის თასი "ბეტისის" წინააღმდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე", ხოლო ლა ლიგაში "ბარსამ" მეორე ადგილი დაიკავა. ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ის 2009 წელს გარდაიცვალა (სიმსივნით).

ლუი ვან გაალი (1997/00 და 2002/03)

ჰოლანდიელი "ბარსელონაში" კარგ დროს მოვიდა. პირველ სეზონში მან 3 ტიტული მოიგო: ევროპის სუპერთასი, ლა ლიგა და კოპა დელ რეი. ვან გაალმა შემდეგ სეზონში კვლავ მოიგო ლა ლიგა, მაგრამ უკანასკნელ სეზონში, მან ვერაფერი ვეღარ მოიგო და კლუბი დატოვა. 2 სეზონის შემდეგ, ის დაბრუნდა "ბლაუგრანაში", მაგრამ სეზონი ბოლომდე ვერ ჩაამთავრა. ჯამში, მან "ბარსელონა" 201 თამაშში გაწვრთნა.

ლორენსო სერა ფერერი (2000/01)

როცა ვან გაალმა კლუბი პირველად დატოვა, მწვრთნელად მალიორკელი ლორენსო სერა ფერერი აირჩიეს. იქამდე, ის კლუბში მუშაობდა. ლორენსომ კლუბის გაყვანა მოახერხა უეფა-ს თასის ნახევარფინალში. მან "ბარსაში" ერთი სეზონი გაატარა, მაგრამ წასვლის შემდეგ, ის კატალონიურ კლუბში მაინც დარჩა სამუშაოდ.

კარლეს რეშაკი (1988, 1991, 1996 და 2001/02)

რეშაკი კატალონიურ კლუბში 1987/88 სეზონში მუშაობდა, როცა ის ლუის არაგონესის ასისტენტი იყო. შემდეგ იყო კრუიფის ერა, მაგრამ მცირე პერიოდებში (1998, 1991 და 1996 წ.წ) მას მოუწია მთავარი მწვრთნელობა. 2001/02 წლების სეზონში ის პირველი გუნდის მწვრთნელი გახდა. მან გუნდის ჩემპოინთა ლიგის 1/2 ფინალში გაყვანა მოახერხა.

რადომირ ანტიჩი (2003)

სერბი მწვრთნელი "ბარსელონაში" მოვიდა 2003 წლის იანვარს და ლუი ვან გაალი შეცვალა. მან "ბარსა" 24 ოფიციალურ მატჩში გაწვრთნა. ლა ლიგაში, კლუბმა მე-6 ადგილი დაიკავა და უეფა-ს თასზე გავიდა.

ფრანკ რაიკაარდი (2003/08)

ჰოლანდიელი "ბარსაში" 2003 წელს მოვიდა და აქ 5 წელი გაატარა. აქედან იწყება "ბარსას" ოქროს ხანა. ამ დროს, "ბარსელონამ" მოიგო ჩემპიონთა ლიგა (2005/06), 2 ლა ლიგა (2004/05 და 2005/06) და ორი ესპანეთის სუპერთასი (2005/06 და 2006/07). მთლიანობაში, "ბლაუგრანამ" მის დროს, 283 ოფიციალურ მატჩი ჩატარა.

ხოსეპ გვარდიოლა(2008/12)

არც პეპის დროს გაჩერებულა ტიტულების ცვენა კატალონიაში. გვარდიოლას გუნდმა შეძლო და მოიგო 14 ტიტული შესაძლებელი 19-დან. ესენია: 2 ჩემპიონთა ლიგა, 3 ლა ლიგა, 2 კოპა დელ რეი, 3 ესპანეთის სუპერთასი, 2 ევროპის სუპერთასი და 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. პეპის დროს მოხდა განვითარება თამაშის იმ უნიკალური სტილისა, რომელიც დღემდე ერთ-ერთ (თუ საუკეთესო არა) გუნდს აქვს.

ტიტო ვილანოვა (2012/13)

გვარდიოლას მოღვაწეობის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის ადგილას მოვიდა ტიტო ვილანოვა. ადრე ის პეპის თანაშემწე იყო. ტიტოს გუნდმა მოახერხა ლა ლიგის ტიტულის მოპოვება სარეკორდო 100 ქულით. სამწუხაროდ, ტიტოს სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნე ჰქონდა და ის 2014 წლის 25 აპრილს გარდაიცვალა.

ხერარდო მარტინო (2013/14)

როსარიოში დაბადებული არგენტინელი მწვრთნელი "ბარსელონას" 2013/14 წლების სეზონში შეუერთდა. მან სეზონი წარმატებით დაიწყო - "ბარსელონამ" "ატლეტიკო" ესპანეთის სუპერთასზე დაამარცხა, მაგრამ მარტინოს საქმე უკან წავიდა - გუნდმა წააგო თასის ფინალი, გავიდა მეორე ადგილზე ლა ლიგაში, რადგან გაუშვა ტიტულის მოგების შანსი უკანასკნელ ტურში და ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკომ" "ბარსა" გამოაგდო.

ლუის ენრიკე (2014/17)

ასტურიელი მწვრთნელი "ბარსაში" დაბრუნდა და პირველივე სეზონში მოახერხა ტრიპლეტის მოგება. მომდევნო სეზონში კი "ბარსელონა" დაეუფლა ლა ლიგას, კოპა დელ რეის, ევროპის სუპერთასს და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს. წელს, ლუის ენრიკეს ანგარიშზე ესპანეთის სუპერთასია. ჯერ-ჯერობით, ენრიკემ 8 ტიტული მოიგო და ამის გაზრდის საშუალება აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #10 6 მარტი 2017 22:55
    0
    მაგარი სტატიაა
    Culé [?]
    #9 4 მარტი 2017 11:34
    0
    Barca_Fun ყოჩაღ კარგი სტატიაა, წინა შენი სტატიებიც კარგი იყო, აბა შენ იცი მიდი :))
    gega
    სტუმარი [?]
    #8 3 მარტი 2017 19:30
    0
    რეალი smiling_imp ბარსა smile smile
    theodore bagwell
    სტუმარი [?]
    #7 3 მარტი 2017 15:19
    0
    ციტატა: გოგიტა
    ციტატა: LashaBarca
    Imedia klopi mova. Dzaan minda klopi barcashi.

    აუ მეცც ძაან მაგარი კაცია sunglasses

    Valverdesac AR daviwunebdi
    გოგიტა
    სტუმარი [?]
    #6 3 მარტი 2017 15:09
    0
    ციტატა: LashaBarca
    Imedia klopi mova. Dzaan minda klopi barcashi.

    აუ მეცც ძაან მაგარი კაცია sunglasses
    Just Fun
    სტუმარი [?]
    #5 3 მარტი 2017 15:01
    0
    კუმანმა ევერტონია ჩემი სახლიო თუ რავი როგორც თქვა, ანუ არწამოვალო, ეხლა სამპაოლმა სევილიასთან ვარ დაკავშირებულიო რაარი ბლიად ბარსას აღარ კადრულოობთsmiley smiley
    kvachi
    სტუმარი [?]
    #4 3 მარტი 2017 14:52
    0
    სამპაოლმა უნდა დადოს ტრიპლენტი !
    ჯორჯ ბესტი
    სტუმარი [?]
    #3 3 მარტი 2017 14:50
    0
    ვან გაალი შავი ლაქა :დდ
    ეჰ რაიკაარდის ბარსა(((
    msd2004
    სტუმარი [?]
    #2 3 მარტი 2017 14:45
    0
    საღოლ ავტორს!!!იმედია შემდეგ სეზონში ბარსას მწვრთნელად სამპაოლის დანიშნავენ!
    ციტატა: Geniosi MSN
    dzalian ganvicade exla tito vilanovaze ro wavikitxe magrad shemecoda ro daigupa, tavisi rekordi datova barcashi da la ligashi ritic tavs xshirad gagvaxsenebs, man dzalian bevri gaaketa gundistvis misabadzi kacia...

    გეთანმხები
    Geniosi MSN
    სტუმარი [?]
    #1 3 მარტი 2017 14:40
    0
    dzalian ganvicade exla tito vilanovaze ro wavikitxe magrad shemecoda ro daigupa, tavisi rekordi datova barcashi da la ligashi ritic tavs xshirad gagvaxsenebs, man dzalian bevri gaaketa gundistvis misabadzi kacia...