”ბარსელონას” იმედგაცრუებები

”ბარსელონას” იმედგაცრუებები

10 - მაქსი ლოპესი

დაბადების თარიღი: 1984 წლის 4 აპრილი

ყიდვის წელი: 2004

ტრანსფერის თანხა: 6.5 მილიონი ევრო

ეხლანდელი კლუბი: კატანია

ბარსაში გატარებული დრო: 2.5 წელი (1 წელი გასხვისებული)

თამაში: 14, გოლი 1.

ახალგაზრდა არგენტინელმა ვერ შეძლო ”ბარსელონაში” ადგილის დამკვიდრება. ფეხბურთელი 2004-05 სეზონის შუაში იყიდეს ტრავმირებული ჰენრიკ ლარსონის შემცვლელა, თუმცა მან ვერ მოახერხა ლარსონის შეცვლად. მან ”ბარსაში” გოლის გატანა ვერ შეძლო. 2-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. 2007 წელს გაყიდეს რუსეთში 1.9 მილიონ ევროდ.

9 - რიკარდო კუარეჟმა

დაბადების თარიღი: 1986 წლის 26 სექტემბერი

ყიდვის წელი: 2003

ტრანსფერის თანხა: 6.6 მილიონი ევრო

ეხლანდელი კლუბი: ბეშიქთაში

ბარსაში გატარებული დრო: 1 წელი

თამაში: 22, გოლი 1.

კარიერა ”ბარსელონაში” პორტუგალიელმა კარგად დაიწყო. პირველივე მატჩში ”მილანთან” 20 წლის რიკარდომ გოლი გაიტანა. ეს მისი უკანასკნელი გოლი იყო ”ბარსაში”. ძირითადად ის შეცვლებზე შემოდიოდა და იშვიათად თამაშობდა ძირითადში. ევრო 2004-ის დაწყების წინ პორტუგალიელმა ტრავმა მიიღო და გამოტოვა ჩემპიონატი. ამან ფეხბურთელი გააბრაზა და ჩემპიონატის დროს მოასწრო ფრანკ რაიკაარდთან ჩხუბი. ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ ჰოლანდიელის მწვრთნელობის დროს ის არ ითამაშებდა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოხდა ბარტერი. დეკუ გადავიდა ”ბარსელონაში”, ”პორტუმ” მიიღო კუარეჟმა და +15 მილიონი ევრო.

8 - ხუან რომან რიკელმე

დაბადების თარიღი: 1978 წლის 24 ივნისი

ყიდვის წელი: 2002 წელი

ტრანსფერის თანხა: 10 მილიონი ევრო

ეხლანდელი კლუბი: ბოკა ხუნიორსი

ბარსაში გატარებული დრო: 1 წელი

თამაში: 30, გოლი 3.

ხუან რომან რიკელმე გუნდში რივალდოს შემცვლელად მოიყვანეს. ლუი ვან გაალს არ სურდა არგენტინელთან მუშაობა. რომანი თამაშობდა ისეთ პოზიციებზე, სადაც მისი ადგილი არ იყო. მოგვიანებით ის საერთოდ აღარ თამაშობდა. ის დაელოდა ”ვილიარეალში” გადასვლას, სადაც ბრწყინვალედ ათამაშდა.

7 - მარკ ოვერმარსი

დაბადების თარიღი: 1973 წლის 29 მარტი

ყიდვის წელი: 2000 წელის

ტრანსფერის თანხა: 40 მილიონი ევრო

ეხლანდელი კლუბი: დაასრულა კარიერა

ბარსაში გატარებული დრო: 4 წელი

თამაში: 97, გოლი 15.

ევრო 2000-ის შემდეგ ”ბარსელონამ” ”არსენალიდან” ჰოლანდიური ფეხბურთის სარეკორდო თანხად, 40 მილიონად შეიძინა მარკ ოვერმარსი. იმ სეზონში მან 8 მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, თუმცა ”ბარსამ” პრიმერაში მე-4 ადგილი აიღო. შემდეგ სეზონში ფეხბურთელი სათადარიგო სკამს გაუშინაურდა, ამის მიზეზი ტრავმები იყო. ტრავმის გამო მას 2004 წელს კარიერის დასრულება მოუწია.

6 - ხერარდი

დაბადების თარიღი: 1979 წლის 12 მარტი

ყიდვის წელი: 2000

ტრანსფერის თანხა: 24 მილიონი ევრო

ეხლანდელი კლუბი: ჟირონა

ბარსაში გატარებული დრო: 5 წელი

თამაში: 91, გოლი 5.

ხერარდ ლოპესი სხვა გუნდში ისე გადავიდა კანტერადან, რომ არ დაელოდა მთავარი გუნდის დაძახებას. ”ვალენსიაში” ნახევარმცველი, რომელიც ერთნაირად თამაშობს როგორც შემტევი და ჩამშლელი ბოლომდე გაიხსნა. ხერარდი იმდროინდელი ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა. 24 მილიონ ევროდ ”ვალენსიამ” ”ბარსას” თავისი აღზრდილი დაუბრუნა. გადასვლისთანავე მან ტრავმა მიიღო, რომელმაც მის კარიერას ხელი ვერ შეუწყო. ეხლა ხერარდი სეგუნდა დივიზიონში თამაშობს.

”ბარსელონას” იმედგაცრუებები

5 - ჯანლუკა ძამბროტა

დაბადების თარიღი: 1977 წლის 19 თებერვალი

ყიდვის წელი: 2006

ტრანსფერის თანხა: 14 მილიონი ევრო

ეხლანდელი კლუბი: მილანი

ბარსაში გატარებული დრო: 2 წელი

თამაში: 58, გოლი 3.

შეიძლება ჯანლუკას ამ სიაში მოხვედრა საკამათო იყოს. ფეხბურთელი ”იუვედან” გამოიქცა და ”ბარსაში” 2 წელი საკმაოდ კარგად ითამაშა. ”ბარსაში” ის საუკეთესო მარჯვენა მცველის სახელით გადმოვიდა, თუმცა ეს სახელი მან ვერ გაამართლა. დაცვაში ის ბავშვურ შეცდომებს უშვებდა და ვერც შეტევაში ბწრყინავდა. სამწუხაროდ (შეიძლება სასიხარულოდ) ძამბროტა ესპანურ ფეხბურთს ვერ შეეგუა 2008 წელს იტალიაში დაბრუნდა.

4 - ალფონს პერესი

დაბადების თარიღი: 1972 წლის 26 სექტემბერი

ყიდვის წელი: 2000

ტრანსფერის თანხა: 16.5 მილიონი ევრო

ეხლანდელი კლუბი: კარიერა დაასრულა

ბარსაში გატარებული დრო: 2 წელი (ნახევარი წელი განათხოვრებული იყო)

თამაში: 21, გოლი 2.

”რეალის” აღზრდილს დიდი კრიტიკა დაატყდა თავს ”ბარსაში” გადასვლის გამო. რაში დააინტერესა ”რეალ ბეტისის” ფეხბურთელმა ”ბარსა”? იმაში, რომ ერთ სეზონში მან 25 გოლი გაიტანა. თუმცა ”ბარსაში” ვერ ათამაშდა. 21 თამაშში მან 2 გოლი გაიტანა, რაც ესეთი კლუბისთვის ცოტაა.

3 - ჯოვანი

დაბადების თარიღი: 1980 წლის 11 იანვარი

ყიდვის წელი: 2001

ტრანსფერის თანხა: 21 მილიონი ევრო

ეხლანდელი კლუბი: სან-ხოსე ერტკვეიკსი

ბარსაში გატარებული დრო: 2 წელი (1 წელი გასხვისებული)

თამაში: 26, გოლი 1.

პირველი სეზონი ჯოვანის გუნდში არ აეწყო. ძირითადად შეცვლებზე გამოდიოდა. ”ბრაზილიელი ზიდანი” - ესე უწოდებდნენ ამ ფეხბურთელს. ბრაზილიური ”კრუზეიროდან” ”ბარსაში” გადასვლის შემდეგ მან თავისი თამაშის ნახევარიც ვერ აჩვენა. ფეხბურთელმა ვერ შეძლო ლუის ენრიკეს სკამზე დაჯენა, მომავალ წელს ის ”ბენფიკაში” გაანათხოვრეს.

2 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი

დაბადების თარიღი: 1981 წლის 3 ოქტომბერი

ყიდვის წელი: 2009

ტრანსფერის თანხა: 68 მილიონი ევრო (48 მილიონი + სამუელ ეტო’ო(20 მილიონი)

ეხლანდელი კლუბი: მილანი (არენდით)

ბარსაში გატარებული დრო: 1 წელი

თამაში: 29, გოლი 16.

სტატისტიკით ვერ ვიტყვით, რომ ზლატანი იმედგაცრუებაა, მაგრამ თამაშის სტილში ვერ ჩაჯდა. სწრაფი პასები, კომბინაციები. სეზონის მეორე ნაწილი მან სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ძირითადში ვხედავდით ბოიანს და პედროს. ვილიას კლუბში მოსვლის შემდეგ ზლატანი ”მილანში” გადავიდა.

1 - ხავიერ სავიოლა

დაბადების თარიღი: 1981 წლის 11 დეკემბერი

ყიდვის წელი: 2002

ტრანსფერის თანხა: 36 მილიონი ევრო

ეხლანდელი კლუბი: ბენფიკა

ბარსაში გატარებული დრო: 7 წელი (2 წელი გასხვისებული)

თამაში: 119, გოლი 49.

”ბარსაში” გადასვლისას არგენტინელი პლანეტის უნიჭიერეს და პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა. ”ბარსამ” მასში 36 მილიონი ევრო დაუფიქრებლად გადაიხადა, თუმცა არგენტინელი ძირითადის მოთამაშე ვერ გახდა. მისი შეძენა ბევრ გრანდს სურდა. ფრანკ რაიკაარდი ვერ ხედავდა მას ძირითადში და ”ბარსა” ასხვისებდა ისე, რომ ყველა თანხას თვითონ იხდიდა (ხავიერს დიდი ხელფასი ჰქონდა). კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ”ბაჭია” გადავიდა მადრიდის ”რეალში”.

P.S. ეს ჩემი მე-100 სტატიაა

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.