კარპინი :"მინდა,რომ "ბარსას" სტილში ვთამაშობდეთ"

კარპინი :"მინდა,რომ "ბარსას" სტილში ვთამაშობდეთ"

მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა განაცხადა, რომ ძალიან უნდა თავისმა ფეხბურთელებმა "ბარსას" სტილში ითამაშონ.
"არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ "ზენიტის" თამაში ძირითადად ფიზიკურ ძალაზეა აგებული. ჩემი აზრით, ისინი კონტრშეტევებზე თამაშობენ."ბარსა" კი მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქის ნახევარზე თამაშობდა და ბურთს აკონტროლებდა. მინდა, რომ ჩემი გუნდი სწორედ ასეთი სტილით თამაშობდეს.
"ბარსას" წინააღმდეგ ისწავლეს თამაში ? არც ამ აზრს  ვეთანხმები. იმიტომ, რომ ორი წლის წინ გუნდმა მოიგო თითქმის ყველა ტიტული. მართალია, ეს გასულ სეზონში არ გამოუვიდათ, მაგრამ ამ სეზონში "ბარსასაც" აქვს გარკვეული პრობლემები. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ "ბარსას" თითქმის ყველა ფეხბურთელმა ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე და ისინი რბილად, რომ ვთქვათ ფორმიდან არიან ამოვარდნილები. ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ "ბარსას" "საწინააღმდეგო ვაქცინა" ვიპოვეთ. მათ ხომ არ მოუგიათ.მათ მხოლოდ უხეშად, რომ ვთქვათ ძლიერი წინააღმდეგობა გავუწიეთ." 
განაცხადა კარპინმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.