ჩავი – ბიოგრაფია

  • 4-06-2009, 02:24
  • ჩავიერ ერნანდეს ქრეუსი, იგივე ჩავი დაიბადა 1980 წლის 25 იანვარს კატალონიაში, კერძოდ კი ბარსელონაში. იგი ესპანეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას” ცენტრალური ნახევარ-მცველია. მან ესპანეთის ნაკრების მაისურით უკვე 70 ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. იგი გუნდთან ერთად იმყოფებოდა 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, 2002 და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 2004 და2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე. ამ უკანასკნელში იგი გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ჩავი ასევე დასახელებულია "ფიფა” – ს 2007-2008 წლების 5 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. მას 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონას” გამარჯვებაში უდიდესი წვლილის შეტანისთვის უწოდეს "MAN OF THE MATCH”.

    კარიერა

    "ბარსელონა”

    ჩავი არის "ბარსელონას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილი და მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილიც სწორედ "ნოუ კამპს” უკავშირდება.იგი "ბარსელონას” სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში 11 წლიდან გამოდის. ახალგაზრდული გუნდიდან იგი მალევე მოხვდა "ბარსელონას” სარეზერვო შემადგენლობაში და ერთ-ერთი მთავარი გასაღები იყო ხორდი გონსალვოს "ბარსა ატლეტიკის” გუნდში. ჩავი სწრაფად პროგრესირებდა და 1998 წლის 18 აგვისტოს შედგა მისი "ბლაუგრანას” პირველი გუნდში დებიუტი. ეს მოხდა ესპანეტის სუპერ თასის ფინალში "მალიორკას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, სადაც ესპანელმა გოლის გატანა მოახერხა. ჩავი კლუბის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი მალევე გახდა. 2004-2005 წლების საზონის შემდეგ ის გუნდის ვიცე-კაპიტნად აირჩიეს. ჩავის "ბარსელონასთან” მოქმედი კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს, რომელიც ამ სეზონის დასაწყისში გაფორმდა. კონტრაქტის თანახმად იგი წელიწადში 7.5 მილიონ ევროს იღებს და თამამად შეიძლება ჩავთვალოდ იგი მსოფლიოში ერთ-ერთ მაღალ ანაზღაურებად ფეხბურთელად.

    1998 წლიდან დღემდე ჩავიმ "ბარსელონას” მაისურით 474 შეხვედრა ჩაატარა. 2009 წლის 11 იანვარს მან გაიტანა გოლი თავის საიუბილეო მე-300 ლა ლიგის მატჩში ”ოსასუნას” წინააღმდეგ. 2009 წლის 22 მარტი ჩავისთვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღეა. მან "მალაგას” წინააღმდეგ მოგებულ 6-0 შეხვედრაში ანგარიში გახსნა და შემდეგ ანრის და ეტო’ოს გაუკეთა საგოლე გადაცემები. "ნოუ კამპი” მის მიმართ ოვაციებს ვერ მალავდა, როდესაც იგი შეცვალეს მეორე ტაიმში. ასევე ჩავი იყო იმ პასის ავტორი, რომელიც მესიმ გოლად აქცია რომის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ. "უეფა” -ს მიერ ჩავი იქნა დასახელებული ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად, ხოლო მესისთან ერთად იგი ფანებმაც საუკეთესოდ აღიარეს სხვადასხვა გამოკითხვების შედეგად.

    ესპანეთის ეროვნული ნაკრები

    ჩავი პირველად ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 1999 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში გამოჩნდა, სადაც მან გატანილი ორი გოლის წყალობით პატარა წვლილი შეიტანა ტიტულის მოგებაში. ჩავის პირველი ოფიციალური მატჩი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2000 წლის 15 ოქტომბერს შედგა ჰოლანდიის წინააღმდეგ. მას შემდეგ ნახევარ-მცველი ნაკრების შეუცვლელი ფიგურა გახდა. მა 2005-2006 წლების სეზონის ბოლოს მიღებული ჰქონდა ტრავმა, თუმცა იგი ლუის არაგონესის რაზმში მაინც იყო გამოძახებული. მაშინ მწვრთნელმა ესპანელზე ასეთი მომენტარი გააკეთა: "ხალხი ამბობს, რომ ჩავის ჩვენთან ერთად ყოფნა სარისკოა, მაგრამ მე ვამბობ, რომ უფრო სარისკო იქნება თუ მას ბარსელონაში დავტოვებთ.” ჩავი ამ ჩემპიონტზე უკრაინასთან გამართულ შეხვედრაში დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.

    "ევრო 2008″ -ს ესპანეთის გამარჯვებაში ჩავის უდიდესი წვლილი მიუძღვის. პარტნიორ ინიესტასთან ერთად მან საუცხოო დუეტი შექმნა. იგი ყველგან იყო, დაცვაში, ნახევარ-დაცვაში და თავდასხმაში. მან გახსნა ანგარიში 50-ე წუთზე რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ნახევარ-ფინალურ მატჩში. ჩავიმ ფინალშიც გამოიჩინა თავი, როდესაც მან საგოლე გადაცემა გაუკეთა ფერნანდო ტორესს გერმანიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში. "უეფა” -მ ჩავი "ევრო 2008″ -ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. "ბარსელონას” ნახევარ-მცველი გამოძახებულია ახლანდელი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც, რომლის მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკეა. ესპანელმა ნახევარ-მცველმა "ევრო 2008″ -დან გადმოყოლილი კარგი ფორმა შინარჩუნა 2010 წლის მსოფლიო ჩემპინატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც. სწორედ მისი ჯარიმებიდან გავიდა 2 გოლი ესტონეთის ნაკრების კარში.

    სტატისტიკა

    ჩავიმ "ბარსა ატლეტიკის” შემადგენლობაში 61 შეხვედრა ჩაატარა სადაც 2 გოლი გაიტანა. მან 1998 წლიდან დღემდე "ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში 474 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აედან 318 ლალიგაში, 46 -ესპანეთის სამეფო თასზე, 108 – ევროპულ საკლუბო დონეზე და 2 – მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე. ამ მატჩებში მან 46 -ჯერ მოახერხა მოწინაარმდეგე გუნდის კარის დალაშქვრა. ჩავიმ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 71 მატჩი ითამაშა, სადაც 8 გოლის გატანა მოახერხა.

    ტიტულები (გუნდთან ერთად)

    "ბარსელონა”


    ლა ლიგა: 1998-99, 2004-05, 2005-06, 2008-09.


    კოპა დელ რეი – 2008-09


    ჩემპიონთა ლიგა: 2005-06, 2008-09


    ესპანეთის სუპერ თასი: 2005-06, 2006-07


    ესპანეთის ეროვნული ნაკრები


    მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: 1999


    სიდნეის ოლიმპიადა: 2000 – მეორე ადგილი


    ევროპის ჩემპიონატი: 2008

    ინდივიდუალური ტიტულები

    "ევრო 2008″ -ს საუკეთესო ფეხბურთელი


    "ფიფა” -ს წლის 5 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დასახელებული 2007-2008


    "IFFHS” – წლის საუკეთესო ფლეი-მეიკერი 2008


    "უეფა” -ს წლის გუნდის მოთამაშე 2007 და 2008


    FIFA.com -ის წლის გუნდის მოთამაშე 2008


    ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლის ასისტენტი 2008-09


    ლა ლიგის საუკეთესო გოლის ასისტენტი 2008-09




    წყარო en.wikipedia.org

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge