მარკინიოსი: „პარი სენ-ჟერმენმა“ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მატჩი უნდა ჩაატაროს“

  • 11-02-2017, 18:56
  • მარკინიოსი: „პარი სენ-ჟერმენმა“ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მატჩი უნდა ჩაატაროს“

    ფრანგული "პარის სენ-ჟერმენის" ბრაზილიელმა მცველმა, მარკინიოსმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის წინ, სადაც მისი გუნდი "ბარსელონას" დაუპირისპირდება, კომენტარი გააკეთა. 

    "შემდეგ კვირას ჩვენ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მატჩი უნდა ჩავატაროთ. "ბარსელონას" წინააღმდეგ დაპირისპირებას დეტალები გადაწყვეტს, სწორედ ამიტომ 110%-ით უნდა ვიყოთ მზად, ვერ მივცემთ თავს უფლებას შეცდომები დავუშვათ. კატალონიელების რიგში თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებსაც მოედანზე ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა "ბარსელონა" დავამარცხოთ." - განაცხადა, მარკინიოსმა. 

    შეგახსენებთ, რომ გუნდების პირველი დაპირისპირება 14 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 8 მარტს. 

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 14 თებერვალი 2017 15:28

    ეს ბიჭი ბარსაში მინდა

    0
    maxo barsa

    1 - 11 თებერვალი 2017 19:03

    Gasvlaze tu moviget paka mere psjs:D

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი