"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: "ნეიმარი პროვოკატორი არ არის"

"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: "ნეიმარი პროვოკატორი არ არის"

მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ სამეფო თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის წინ, ნეიმართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"ნეიმარი არის ის ფეხბურთელი, რომლის სათამაშო სტილიც მე ძალიან მიზიდავს. ბრაზილიელი არანაირად არაა პროვოკატორი. ის აკეთებს მოედანზე იმას, რაც შეუძლია." - განაცხადა სერესომ.

შეგახსენებთ, რომ "ვისენტე კალდერონზე" "ბარსელონამ" "ატლეტიკო" ანგარიშით 2:1 დაამარცხა, საპასუხო მატჩი "კამპ ნოუზე" კი დღეს ღამით, 00:00 საათზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 7 თებერვალი 2017 16:32
    0
    ნეი სულ სიმართლეს ამბობს