რონალდუ: "მე და მესი ერთმანეთს პატივს ვცემთ"

რონალდუ: "მე და მესი ერთმანეთს პატივს ვცემთ"

მადრიდის "რეალის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ თვლის, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელთან, ლიონელ მესისთან მისი შედარება არ შეიძლება.

"მესი ცდილობს მისი გუნდისთვის საუკეთესო გააკეთოს, მე კი ჩემი გუნდისთვის. ჩვენ მეტოქეები ვართ, რადგან კონკურენტ კლუბებში ვასპარეზობთ, მაგრამ ერთმანეთს პატივისცემით ვეპყრობით. მე ნორმალური ურთიერთობა მაქვს მესისთან.

ხალხი ჩვენ მუდმივად გვადარებს ერთმანეთს, ეს ნორმალურია. გვადარებენ ასევე ჩვენი შვილებიც: როდის დაიბადნენ, ვინ არის სწრაფი, ჭკვიანი... ასეთია ეს ბიზნესი. ვთვლი, რომ ჩვენი შედარება არ შეიძლება, რადგან კრიშტიანუ რონალდუ - ეს კრიშტიანუ რონალდუა და მესი - ეს მესია.

ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელები ვართ, ინდივიდუალური ჯილდოები და გუნდთან ერთად ტიტულები ამას ამტკიცებენ. არ მიყვარს შედარება, ეს არ არის ჩემთვის.

ჩვენ განვსხვავდებით, ორი განსხვავებული ადამიანი, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ." - განაცხადა პორტუგალიელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 26 იანვარი 2017 16:12
    0
    მართალი თქვა
    zura1988
    სტუმარი [?]
    #6 26 იანვარი 2017 10:03
    0
    რეალს გაუყარეს დუდუკშიი....ესეც შენი ტრიპლეტი....სელტა რომ გამოგაგდებს ამხელა სამეფო გუნდს.... laughing laughing laughing stuck_out_tongue_closed_eyes
    giadvali
    სტუმარი [?]
    #5 26 იანვარი 2017 08:41
    0
    ალბათ ახლა ჰალაზე რა ხდება, რეალი გამოვარდა
    ლ.რატიანი
    სტუმარი [?]
    #4 25 იანვარი 2017 23:40
    0
    ციტატა: Messiah
    მე რონის ვაფასებ მაგრამ მესის არ ჯობია და რა ვქნა ახლა მოვიტყუო ? :დ


    არ მოიტყუო
    ლ.რატიანი
    სტუმარი [?]
    #3 25 იანვარი 2017 22:53
    0
    მოკლედ ვიტყვი
    დავაფასოთ ეს ორი უდიდესი ფეხბურთელი სანამ დროა !!!
    ამათნაერი აღარავინ დაიბადება, გულწრფელად ვამბობ მაგრად მიტყდება რონი რო ბერდება მის თამაშს მალე მხოლოდ იუთუბზე თუვნახავ სამწუხაროდ, მესიზე ჯერ არაფერს ვფიქრობ და არცმინდა ვიფიქრო :D :D მესი რო დაამთავრებს კარიერას რავი ერთი თვე ხმას არავის გავცემ მგონიმგონი, მერე რა როვეღარ თამაშობს ძველებურად რონი
    მთავარია ხო დატოვა უდიდესი კვალი ფეხბურთში, მესი უდავოდ ჯობდა რონის ადრე-ახლა-მომავალშიც აჯობებს, ეს არ აკნინებს რონის ლეგენდობას, თავს მივცემ უფლებას და ვიტყვი :)
    რონის და მესის თითო მსოფლიო რო ქონდეთ მოგებული ჩემიაზრით პელე-მარადონაზე დიდი ასოებით ჩაიწერებოდა მათი სახელები ფეხბურთის ისტორიაში, ორივე უძლიერესები ხართ <3
    (მესი უფრო ძლიერი რათქმაუნდა ;D)
    master
    სტუმარი [?]
    #2 25 იანვარი 2017 22:49
    0
    მესი ნომერ პირველია. მადრიდისტებს ენაზე აქვთ რონალდოს პირველობა მაგრამ გულის სიღრმეში იციან ვინაა პირველი
    spain santander
    სტუმარი [?]
    #1 25 იანვარი 2017 22:26
    0
    მაგარი ხარ კრის