ოქტომბერი – დატვირთული თვე

ოქტომბერი – დატვირთული თვე

კატალონიური "ბარსელონასთვის" ოქტომბერი ძალიან დატვირთული და რთული თვეა. გუნდს ბრძოლა სამ ფრონტზე მოუწევს...

"მალიორკასთან" მატჩის შემდეგ, "ბარსას" ფეხბურთელები თავიანთ ეროვნულ ნაკრებებს შეუერთდნენ. საერთაშორისო მატჩების დასრულების შემდეგ კი მათთვის გრაფიკი ძალიან გადატვირთული იქნება. მათ ხომ ბრძოლა უკვე სამ ფრონტზე მოუწევთ.

კატალონიელებს ოქტომბერში "ლა ლიგას" კიდევ 3 მატჩის გამართვა მოუწევთ, მათ შორის 2 ცენტრაული დაპირისპირებაა. "ბარსა" საკუთარ მოედანზე "ვალენსიასა" და "სევილიას" უმასპინძლებს. ასევე 24 ოქტომბერს, "რეალ სარაგოსა" ბლაუგრანას საკუთარ მოედანზე დახვდება. ასე, რომ "ბარსას" აქვს შანსი მოიპოვოს რა 9 ქულა, რის შედეგადაც შეისაძლოა პირველ ადგილზეც აღმოჩნდეს.

26/27 ოქტომბერს, "ბარსა" აპირებს ალფონსო მურუბეს სახელობის სტადიონს ესტუმროს და მატჩი ადგილობრივ გუნდთან, "სეუტასთან" გამართოს. ეს იქნება სეზონის პირველი მატჩი, რომლსაც "ბარსა" "სამეფო თასისთვის" გამართავს.

ოქტომბერში ასევე დაგეგმილია "ჩემპიონთა ლიგის" მატჩების ჩატარება. "ბარსა" 20 ოქტომბერს კოპენჰაგენს ესტუმრება, სადაც ადგილობრივ გუნდთან ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს ჩაატარებს.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.