ენრიკე: "არ ვიცი, რა თქვა გრაუმ, მაგრამ მესიმ "ბარსაში" დიდი ხნის განმავლობაში უნდა ითამაშოს"

  • 12-01-2017, 23:04
  • ენრიკე: "არ ვიცი, რა თქვა გრაუმ, მაგრამ მესიმ "ბარსაში" დიდი ხნის განმავლობაში უნდა ითამაშოს"

    "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, ოსკარ გრაუს განცხადებას გამოეხმაურა. გრაუმ აღნიშნა, რომ ლიონელ მესის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს "ბარსელონა" საღი აზრით უნდა მიუდგეს.

    "მე არ ვიცი, რა თქვა გრაუმ. ყველამ იცის, რომ გაზეთებს არ ვკითხულობ და არაფერს ვუყურებ. მაგრამ მესის საკითხში ყველაფერი ცხადია: დამისახელეთ მატჩი, რომელშიც ის გადამწყვეტ როლს არ ითამაშებს. მესიმ "ბარსელონაში" დიდი ხნის განმავლობაში უნდა ითამაშოს, ხალხი კი მისი თამაშით უნდა დატკბეს." - ციტირებს ენრიკეს Sport.

    მესის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    CuleZura
    CuleZura სტუმარი [?]

    13 იანვარი 2017 05:19

    მესი კი უნდა დარჩეს მარა შენი რამდენი დაგრჩა ვინ იცის ??

    0
    გასულია
    simona წევრი [?]

    13 იანვარი 2017 00:30

    ციტატა: KOTE KVERNADZE
    All star rodisaa

    თებერვალში მარა რიცხვი არ ვიცი

    0
    --------------------
    არ მჭირდება მრავალფეროვანი ვარცხნილობა ან ლამაზი სხეული, უბრალოდ გადმომიგდეთ ბურთი და განახებთ რა შემიძლია.
    ლიონელ მესი

    პარტნიორები

    Flashscore.ge