კემპესი: "მესის მუნდიალის მოგება არ ჭირდება"

კემპესი: "მესის მუნდიალის მოგება არ ჭირდება"

წარსულში ცნობილი, 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ფეხბურთელი, მარიო კემპესი მიიჩნევს, რომ "ალბისელესტეს" თავდამსხმელ, ლიონელ მესის რაღაცის დასამტკიცებლად მუნდიალის მოგება არ სჭირდება.

"მესი დიდებულ ფეხბურთელთა სიაში უკვე შედის, ამიტომ აუცილებელი არ არის, რომ მან მუნდიალი მოიგოს.

კრუიფსა და დი სტეფანოს მსოფლიო ჩემპიონატის თასი არ აღუმართავთ, მაგრამ ისინი ელიტურ ფეხბურთელებად ითვლებიან. ასეთი მოთამაშე კიდევ ბევრია."-განაცხადა კემპესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.