რონალდუ: "მესის არ მოულოცავს"

რონალდუ: "მესის არ მოულოცავს"

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი, მსოფლიოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ აცხადებს, რომ ის ლიონელ მესის "ოქროს ბურთის" მოგებას ყოველთვის ულოცავდა, წელს კი, არგენტინელისგან მილოცვა არ მიუღია.

"მივიღე თუ არა მესისგან სმს-ით მილოცვა? ხუმრობთ? მე მისი ნომერი არ მაქვს. მე მას ყოველთვის ვულოცავდი, აქ, ხალხის თანდასწრებით. ის კი, დაჯილდოებაზე არ მოვიდა. რთულია ვინმეს მიულოცო, როდესაც დაჯილდოებაზე არ ხარ. როდესაც მესი "ოქროს ბურთს" იგებდა, მე მას ვულოცავდი, ის კი აქ არ იყო.

მინდოდა, რომ დაჯილდოებაზე არა მხოლოდ მესი, არამედ "ბარსელონას" ყველა ფეხბურთელი ყოფილიყო. მესმის, რომ ოთხშაბათს მათ მნიშვნელოვანი თამაში აქვთ, მაგრამ მაინც მინდოდა, რომ ისინი აქ ყოფილიყვნენ. მე ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც კლუბს სურს.

მაგალითისთვის, მე დავესწარი "ოქროს ბურთის" ყველა დაჯილდოებას. თუ რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ კანდიდატი ვიქნები და არა გამარჯვებული, აქ მაინც მოვალ." - აცხადებს რონალდუ.

ფეხბურთის დაკვირვებულ გულშემატკივარს რონალდუს ტყუილში გამოჭერა არ გაუჭირდება. პორტუგალიელისთვის უცხო არაა უარი თქვას ისეთ დაჯილდოებაზე დასწრებაზე, რომლის დროსაც მას ჯილდო არ გადაეცემა. მაგალითისთვის, 2012 წელს, რონალდუ არ დაესწრო "ოქროს ბურთის" დაჯილდოებას, როდესაც პრიზი მესის გადაეცა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Geniosi MSN
    სტუმარი [?]
    #5 11 იანვარი 2017 23:36
    0
    Ronaldos shig kiara prostata aq tvinshi.
    dimax777
    სტუმარი [?]
    #4 11 იანვარი 2017 21:50
    0
    მართალია რონი მომდევნო რამდენიმე წელი კანდიდატთა შორის იქნება და უყურებს თუ როგორ ჩაუბაბანებს მესი :)
    ბათუმსკი92
    სტუმარი [?]
    #3 11 იანვარი 2017 19:16
    0
    ვის აბოლებ შე სულით ნაბიჭვარო რა უცოდვილივით ილაპარაკა ეს ყველაფერს იკადრებს ეს სულით ბოზიიი
    Culé [?]
    #2 11 იანვარი 2017 15:45
    0
    მაგალითისთვის, მე დავესწარი "ოქროს ბურთის" ყველა დაჯილდოებას

    ამას სკლეროზი აქ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 იანვარი 2017 13:49
    0
    ხოდა ტყუილის გამო ცხვირი გაეზრდება smile