”ბარსელონა” - ”მალიორკა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” - ”მალიორკა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

”მალიორკასთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლა გაკვირვებული იყო: ”ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა მოგვეგო. ეს თამაში უნდა მოგვეგო, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ჩვენ დავკარგეთ 2 ქულა”. ბოსი აგრძელებს: ”კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გოლის გატანა ვერ შევძელით. ვქმნით საგოლე მომენტებს, შეგვიძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ ვერ ვიყენებთ მომენტებს. ფეხბურთელებმა იციან, რომ მოგებისთვის ყველაფერი გააკეთეს”.

ჩვენ ვერ ვიყენებთ შანსებს
გვარდიოლას აზრით ნსუეს გოლი მისი გუნდის მომენტების გამოუყენლობის გამო გავიდა. ”ვერ შევძელით მატჩის ბედის გადაწყვეტა. ეს შემთხვევა გაკვეთილი იყო, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს. საჭიროა მატჩის თავიდან ყურება, რომ ვნახოთ როგორ ვითამაშეთ და რამდენი საგოლე მომენტი გავაფუჭეთ”.

საჭიროა მობილიზაცია
გვარდიოლა აგრძელებს: ”მე ნაწყენი არ ვარ. ეს იყო ბრწყინვალე მატჩი ჩემი ფეხბურთელების შესრულებით. ეს თამაში მათ უნდა მოეგოთ. ვფიქრობ გუნდმა ძალიან, ძალიან კარგად ითამაშა. შევქმენით ბევრი მომენტი დავითამაშეთ ფეხბურთი. ამ ბიჭებს გოლი სისხლში აქვთ, მათ იციან როგორ უნდა გატანა. მათ სჭირდებათ მიზნის შესწორება და ამაზე ვივარჯიშებთ”.

ნოლიტო და ტიაგო
პრესკონფერენციის ბოლოს მწვრთნელმა ნოლიტოს დებიუტი მიულოცა და შეაქო მეორე კანტერანო. ”ტიაგომ დამანხა, რომ ეს ნათამაშები წუთები მას ეხმარება პროფისიონალად ჩამოყალიბებაში”.

მინდვრის საფარი
”ვერ ვიტყვი, რომ მინდვრის საფრის ცუდი მდგომარეობა გახდა ვერმოგების მიზეზი. მე ვესაუბრე სტადიონის ადმინისტრაციას. მათ მითხრეს, რომ ”ვალენსიასთან” მატჩისთვის მინდვრის საფარი საუკეთესო ფორმაში იქნება”.

მინდა გითხრათ, რომ დღეს გადაწყდა მინდვრის საფრის შეცვლა. ”ვალენსიასთან” მატჩში ”ნოუ კამპზე” ახალი საფარი იქნება დაგებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.