აბიდალი: ”ფორტუნა ჩვენს მხარეს არ არის”

აბიდალი: ”ფორტუნა ჩვენს მხარეს არ არის”

ერიკ აბიდალმა აღნიშნა, რომ გუნდი ”გაბრაზებულია” მალიორკასთან თამაშის შედეგით. ფრანგმა განაცხადა ”ჩვენ გვქონდა უამრავი შანსი, რომ გადაგვეწყვიტა თამაშის ბედი. ფორტუნა ჩვენს მხარეს არ არის”, სხვა სეზონებთან შედარებით.
ფეხბურთელების უმეტესობა აღიარებს, რომ მათ მიეზღვათ იმის გამო, რომ ვერ გადაწყვიტეს მატჩის ბედი, როდესაც ქონდატ უამრავი შესაძლებლობა. დღეს ერიკ აბიდალმა განაცხადა: ”ფეხბურთში დეტალებს აქვს მნიშვნელობა და ჩვენ უნდა დაგვემთავრებია თამაში პირველ ტაიმში”. მან ასევე განაცხად: ”ჩვენ ვითამაშეთ კარგად, მაგრამ ფორტუნა ჩვენს მხარეს არ იყო. როდესაც შენ ქმნი ამდენ შანსს და თამაშს ვერ იგებ, შენი ბრალია.მე არ ვთვლი, რომ ჩვენ გვაკლია ხარისხი ან არასწორი ტაქტიკა გვაქვს შერჩეული, ეს ნიშნავს იმას, რომ ფორტუნა შენს მხარეს არაა”.
”ჩვენ ვართ გაბრაზებულები, თუმცა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენ დავკარგეთ ორი მნიშვნელოვანი ქულა, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს შემდეგი საშინაო თამაში ვალენსიასთან, და ეს არ იქნება ადვილი” - დაამატა ფრანგმა მცველმა.
აბიდალს სჯერა, რომ მალიორკამ შეცვალა ტაქტიკა და მისივე განცხადებით ”მეორე ტაიმში ლაუდრუპმა სიტუაციიდან გამომდინარე მოახდინა რეაგირება, დააგდო ტემპი. განსაკუთრებულათ რთული იყო მეორე ტაიმში მიზანთან მიღწევა, რაც პირველ ტაიმში საკმაოდ მარტივი იყო”

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.