ლაუდრუპი: "ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ"

ლაუდრუპი: "ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ"

"მალიორკას" მთავარი მწვრთნელი მიქაელ ლაუდრუპი კმაყოფილი დარჩა გუშინდელი შედეგით. იგი თითოეული ფეხბურთელის ქება–დიდებას მოჰყვა მატჩისშემდგომ ინტერვიუში, განსაკუთრებით თავის კიპერს, დუდუ ავატს შეასხა ხოტბა.
 "პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა. "ბარსას" ფეხბურთელები ჩინებულად გადაადგილდებოდნენ მოედანზე და მწვავედაც გვიტევდნენ. ასეთ დროს მხოლოდ საკუთარი გამოცდილების ან გუნდის სიძლიერის ხარჯზე ვერ გახვდალ ფონს. საჭირო იყო ცოტაოდენი იღბალიც და ფორტუნამაც არ გვიღალატა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო დუდუ ავატის მონდომება და მისი გარჯა მთელი 90 წუთის განმავლობაში.
 არც მეორე ტაიმში გვილხინდა. კატალონელებს ბევრი კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ ყველა გააცუდეს რასაც მოჰყვა ჩემი გუნდის გამოცოცხელბა. შეტევებშიც ვერთვებოდით და არც დაცვაში ვადუნებდით ყურადღებას, რამაც თავდაჯერებულობა შეგვმატა. ბოლო–ბოლო ამ ექვსი ტურის განმავლობაში უკვე ორ გრანდს გავუწიეთ დიდი წინააღმდეგობა და ქულებიც დავაკარგვინეთ." – დასძინა ბარსას ყოფილმა ფეხბურთელმა AS-თან მიცემულ ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.