"კორდობა" 2:0 "ბარსა ბ" – მცირე მიმოხილვა

"კორდობა" 2:0 "ბარსა ბ" – მცირე მიმოხილვა

დღეს, "პრიმერა დივიზიონის" პარალერულად მიმდინარეობდა "სეგუნდა დივიზიონის" მატჩები, სადაც მონაწილეობას "ბარსა ბ"–ც იღებდა. სამწუხაროდ ახალგაზრდება ამ მატჩში ქულის აღებაც კი ვერ შეძლეს. "სეგუნდაში", ეს მათთვის რიგით, მეორე მარცხია...

"ბარსამ" მატჩი ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ 35–ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შემდეგ ტენამ გოლის გატანა შეძლო. 7 წუთში კი მარკ მუნიესამ მატჩში მეორე ყვითელის მიღება შეძლო და იგი მოედნიდან იქნა გაძევებული. ასე, რომ "ბარსა ატლეტიკი" შესვენებაზე კაცნაკლული გავიდა.

მეორე ტაიმში, ლუის ენრიკემ გუნდი 4–3–2 ტაქტიკით ათამაშა. ახალგაზრდები თამაშის დალაგებასა და გოლის გატანას ცდილობდნენ, მაგრამ მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში ბურთი საკუთარ კარში მიიღებს. "ბარსა ატლეტიკი" ამის შემდეგაც არ დანებებულა. 75–ე წუთზე, ტელიოს დახმარებით, რომელსაც დღეს "ბარსა ბ"–ში დებიუტი ქონდა, გოლი მარკ ბარტრამ გაიტანა, მაგრამ მატჩის არბიტრმა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა.

სატურნირო ცხრილში კატალონილები მეშვიდე ადგილზე, 12 ქულით იმყოფებიან, ხოლო "კორდობა" 7 ქულით, მეცამეტეა.

"კორდობა" 2–0 "ბარსა ატლეტიკი"


კორდობა: რაულ ნავასი, ტენა, დავიდ დე კოზი, ფუენტესი, ახუსი, არტეხა (88' ჯონათან სესმა), პეპე დიაზი, ჩარლზი (67' რიერა), ალბერტო, ხავი ფლორესი (81' ლუკე). უსერო.

ბარსა ატლეტიკი: მინიო, მონტოია, ბარტრა, მუნიესა, აბრაჰამი, ფონტასი, დოს სანტოსი (52' რომეუ), რობერტო, ბენხა (59' ტელიო), საული (63' როხინა), კარმონა.

გოლები: ტენა (35'), ჩარლზი (55').

მთავარი მსაჯი: ბერნაბე გარსია.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.