ბაკასა და პაკოს გაცვლა "ბარსელონას" გეგმებში არ შედის

  • 14-12-2016, 14:21
  • ბაკასა და პაკოს გაცვლა "ბარსელონას" გეგმებში არ შედის

    Mundo Deportivo იტყობინება რომ, კატალონიის "ბარსელონამ" კარლოს ბაკასადმი ინტერესის თაობაზე გავრცელებული ჭორები უარყო.

    იტალიურმა მედიამ ბოლო დროს კოლუმბიელი ფეხბურთელის "სევილიაში" შესაძლო დაბრუნების თაობაზე არაერთხელ დაწერა. ამის შემდეგ მათ გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიურმა კლუბმა პაკო ალკასერი შეიძლება ბაკაში გაცვალოს, რაც ესპანური გრანდის გეგმებში არ შედის.

    ალკასერი "ბარსელონას" მიმდინარე სეზონის დაწყებამდე შეუერთდა. პაკომ ოფიციალურ მატჩებში გოლის გატანა ვერ მოახერხა. რაც შეეხება ბაკას, კოლუმბიელმა იტალიის ჩემპიონატში 13 შეხვედრა ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    mns forever

    2 - 14 დეკემბერი 2016 17:07

    მიდი პაკო მოიხოდე.

    0
    10 leo

    1 - 14 დეკემბერი 2016 14:31

    გუშინ მომეწონა პაკოს თამაში.მთავარია გოლების გატანა დაიწყოს.მართალია ამხანაგურში გაიტანა მაგრამ იმოქმედებს მის თამაშზე ეს გოლი.გუნდთან შეწყობა აკლია და როგორ უნდა მოხდეს ეს თუ არა დროის მომატებით.ხშირად უნდა შემოიყვანოს ხოლმე ზამენაზე და ხანდახან ძირითადშიც დააყენოს.

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი