"სელტიკი" - "ბარსელონა" (პრევიუ)

"სელტიკი" - "ბარსელონა" (პრევიუ)

23 ნოემბერს შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში, უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და ადგილობრივი "სელტიკი" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

არბიტრთა ბრიგადა იტალიელი მსაჯებით არის დაკომპლექტებული.

შეხვედრის მთავარი არბიტრი დანიელე ორსატო იქნება, რომელსაც ჯანლუკა კაროლატო და ლორენცო მანგანელი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი ელენიტო დი ლიბერატორე იქნება.

ლუკა ბანტი და კარმინე რუსო დამატებითი დამხმარე მსაჯების ამპლუაში იქნებიან.

"ბარსელონას" განაცხადი დღევანდელი მატჩისთვის ასეთია: ტერ შტეგენი, სილესენი, მასიპი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, არდა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, რობერტო, გომეში, ვიდალი, მარლონი.

C ჯგუფში 9 ქულით "ბარსელონა" ლიდერობს. კატალონიური გუნდის დღევანდელი მეტოქე მე-4 ადგილს იკავებს. გამარჯვების შემთხვევაში ბრენდან როჯერსის გუნდს ევროპა ლიგაზე მოხვედრის თეორიული შანსი ექნება, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ "სელტიკი" "ბლაუგრანას" კონკურენციას გაუწევს.

თავის მხრივ კატალონიური კლუბი დღეს 1/8 ფინალის საგზურის მოპოვებისთვის იბრძოლებს. გუნდს ლიონელ მესი დაუბრუნდა, რომელიც ჯერ-ჯერობით მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია.

"ბარსელონას" მიერ ჩატარებული უკანასკნელი მატჩი დაძაბული გამოდგა. ლუის ენრიკეს შეგირდებმა საშინაო არენაზე, 9 კაცით დარჩენილი "მალაგას" დამარცხება ვერ მოახერხეს (0:0).

"ბარსელონას" ძირითადი თერთმეტეული "მალაგას" წინააღმდეგ: ტერ შტეგენი, ს.რობერტო, პიკე, მასკერანო, დინი (ალბა 62'), ბუსკეტსი, დ.სუარესი (გომეში 68'), თურანი, რაფინია (რაკიტიჩი 77'), ალკასერი, ნეიმარი.

დღევანდელ მატჩში კატალონიურ კლუბს უმტიტი, მატიე და ანდრეს ინიესტა დააკლდებიან.

ბრენდან როჯერსი მატჩის წინ:

"რაც იქნება, იქნება. ყველა თამაში მისი წინამორბედისგან განსხვავდება. გარდა ამისა, ამჯერად, საკუთარ კედლებში ვითამაშებთ. "ბარსელონამ" იცის, როგორი ძნელია "სელტიკთან" სტუმრად თამაში. აგრესიულები უნდა ვიყოთ.

"სელტიკმა" "ბარსელონაზე" ზეწოლა უნდა მოახდინოს და ვნახოთ, როგორ გავუმკლავდებით ამ ამოცანას. მიგვაჩნია, რომ მოგება შეგვიძლია და ეს შესანიშნავია, რადგან ჩვენ ამბიციებს უსვამს ხაზს."

ლუის ენრიკე მატჩის წინ:

"ურთულესი მატჩი გველის. ეს სრულიად განსხვავებული შეხვედრა იქნება და არა როგორიც "კამპ ნოუზე" იყო. გლაზგოში თამაში ყოველთვის რთულია.

მოგება ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჯგუფური ეტაპის დაძლევა და პლეი-ოფში გასვლა თავდაჯერებულობას გვმატებს.

სავარაუდო შემადგენლობა

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    maxo barsa
    სტუმარი [?]
    #4 23 ნოემბერი 2016 23:20
    0
    vigebt
    Mamadashvili messi
    სტუმარი [?]
    #3 23 ნოემბერი 2016 20:29
    0
    Stegeni
    roberto pike mascherano alba
    raketa busi turani
    msn
    esshemadgenloba minda
    ras piqrobt?
    L I O N E L MESSI
    სტუმარი [?]
    #2 23 ნოემბერი 2016 15:56
    0
    შტეგენი
    რობერტო პიკე მასკერანო ალბა
    რაკიტიჩი გომეში ბუსი
    მესი სუარესი ნეიმარი


    ჩემი აზრით ამ შემადგენლობას დააყენებს ლუჩო
    DON Capitan
    სტუმარი [?]
    #1 23 ნოემბერი 2016 15:35
    0
    ანდრე გომეში იმსახურებს სასტარტოში ადგილს.