"ბარსელონას" მესის ხელფასი წელიწადში 50 მილიონი დაუჯდება

  • 10-11-2016, 13:54
  • "ბარსელონას" მესის ხელფასი წელიწადში 50 მილიონი დაუჯდება

    მადრიდული Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის "ბარსელონას" გუნდის ლიდერის, ლიონელ მესის შენარჩუნება წელიწადში 50 მილიონი ევრო დაუჯდება.

    "ბარსელონასა" და მესის შორის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2018 წლის ზაფხულში გასდის და ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ცნობები დიდი ხანია ვრცელდება.

    ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გუნდის კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავი, ნეიმარი წელიწადში თითქმის 25 მილიონ ევროს იღებს გადასახადების გამოკლების შემდეგ. ლუის სუარესის ხელფასი ამდენივეა, ოღონდ გადასახადების ჩათვლით. Marca ვარაუდობს, რომ მესის ხელფასი, გადასახადების გამოკლების შემდეგ, 25 მილიონ ევროზე მეტი უნდა იყოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონას" წლიურად დაახლოებით 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. მადრიდელი ჟურნალისტების ცნობით, მხარეები ხელფასის ამ ოდენობაზე აქამდეც შეთანხმებულები იყვნენ.

    შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ბარსელონას" მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაში ხელს ფინანსური Fair Play უშლის. ეს ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმაც დაადასტურა.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    gabrieli.messi

    5 - 10 ნოემბერი 2016 22:55

    messi sheufasebelia

    0
    NickSoNNa_CuLe

    4 - 10 ნოემბერი 2016 19:01

    ამათ 50 მილიონს აძლევენ ყოველ წელს. 1 წელს მე მომეცით 1 მილიონი და მეტი აღარაფერი აღარ მინდა :დდდ

    0
    Fallen92

    3 - 10 ნოემბერი 2016 14:23

    სულ რო 100 იყოს არ უღირთ მესის შენარჩუნება ვითომ? :დდ

    0
    maricule

    2 - 10 ნოემბერი 2016 14:06

    50 მილიონი ღადაობენ?

    0
    -666-AMG-63

    1 - 10 ნოემბერი 2016 14:05

    amxela tanxebi magari yleobaa:/

    0