ესპანეთის სასამართლო ნეიმარის საქმეს გადახედავს

ესპანეთის სასამართლო ნეიმარის საქმეს გადახედავს

ესპანეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნეიმარის "სანტოსიდან" "ბარსელონაში" გადასვლის საქმე კვლავ გახსნას.

ამ წლის ივლისში არასაკმარისი დანაშაულის გამო საქმე დახურეს, მაგრამ ოქტომბრის დასაწყისში ესპანეთის საგადასახადო სამსახურმა სასამართლოს საქმის გადახედვაზე მიმართა, სასამართლომ კი ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

როგორც Associated Press იტყობინება, 10 დღის განმავლობაში პროკურატურამ ნეიმარს, მამამისს, "ბარსელონას" ექს-პრეზიდენტს, სანდრო როსელსა და "სანტოსის" პრეზიდენტს, ოდილო როდრიგესს ბრალდება უნდა წაუყენოს, რომლებიც ფეხბურთელის ტრანსფერში მონაწილეობდნენ.

საუბარია ბრაზილიელი ფეხბურთელის სავარაუდო თაღლითობაზე საინვესტიციო ფონდის, DIS-ის მიმართ, 2013 წელს "სანტოსიდან" კატალონიურ კლუბში გადასვლის დროს. DIS-ის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათ თანხიდან 40% უნდა მიეღოთ, რომელიც "ბარსელონამ" "სანტოსს" ნეიმარის სანაცვლოდ გადაუხადა, მაგრამ მათ მხოლოდ 17,1 მილიონი ევრო მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" თავდამსხმელის სანაცვლოდ 83,3 მილიონი ევრო გადაიხადეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    beko
    სტუმარი [?]
    #3 8 ნოემბერი 2016 00:05
    0
    ყველა ამათ წინააღმდეგ როგორაა? !!!
    maxo barsa
    სტუმარი [?]
    #2 7 ნოემბერი 2016 21:52
    0
    Danebon am neimars tavii raaaa
    kalandadze
    სტუმარი [?]
    #1 7 ნოემბერი 2016 21:46
    0
    აუ ხო შეჭამეს ეს...