კარაგერი: "მე მესის ბანაკში ვარ"

  • 3-11-2016, 12:40
  • კარაგერი: "მე მესის ბანაკში ვარ"

    ინგლისური "ლივერპულის" ლეგენდა ჯეიმი კარაგერი "ბარსელონასა" და "რეალის" ვარსკვლავებს, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთს ადარებს.

    "ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ისმის კითხვა: რონალდუ თუ მესი - ვის ბანაკში ხარ?

    "ოქროს ბურთის" პრეტენდენები ცნობილია და რონალდუს მცირე უპირატესობა აქვს, რადგან მან "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა და პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

    მე არსენ ვენგერის მოსაზრებას ვიზიარებ. მან თქვა, რომ ინდივიდუალური ჯილდოები არ უყვარს, რადგან ზოგიერთი ფეხბურთელი მას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე გუნდურ წარმატებას.

    ეს კომენტარი მესის არ ეხება. დარწმუნებული ვარ, მას ინდივიდუალური ჯილდოები უყვარს და ის თავისი 5 "ოქროს ბურთით" ძალიან ამაყობს, მაგრამ ის მაინც გუნდური მოთამაშეა. ეს თუნდაც იმით ჩანს, თუ როგორ ზეიმობს მესი გოლს სუარესთან, ნეიმართან ან "ბარსელონას" სხვა ფეხბურთელებთან ერთად.

    რონალდუ? ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ის "ოქროს ბურთის" მოგებით უფრო დიდ სიამოვნებას იღებს, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მოგებით.

    მესისა და რონალდუ შორის განსხვავება არსებობს. მე არ ვმალავ, ვის ბანაკში ვარ. ყოველთვის ვამბობდი, რომ მესის ბანაკში ვარ."

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    zura1988

    1 - 3 ნოემბერი 2016 14:31

    მიყვარს ასეთი ხალხი...ობიექტურად რომ მსჯელობენ...რონალდუს დედას არ შევეცი ბებერ ნაწყ.ლშიი.... laughing laughing laughing laughing

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი