სუარესი: "ლივერპულში" თამაშისას მოპოვებული ოქროს ბუცი უფრო დასაფასებელია"

2015/2016 წლების სეზონში გატანილი გოლების გამო "ბარსელონას" ფორვარდმა, სუარესმა ძალიან პრესტიჟული ჯილდო, ოქროს ბუცი მოიგო.
"ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში გამარჯვება გარკვეულწილად მარკეტინგსა და პრესაზეცაა დამოკიდებული. ვინც ამ მიმართულებით წარმატებას მიაღწევს, პრიზს მიიღებს. ჯილდო, რომელიც მომანიჭეს, მეკუთვნოდა.
ოქროს ბურთს ვერ მოვიგებ, რადგან შესაბამისი მარკეტინგი არ მაქვს. სანამ ლეო თამაშობს, მისი მოპოვების შანსი არ არსებობს. სამეულში მოხვედრა კარგი იქნებოდა, მაგრამ პირველობა შეუძლებელია, რადგან მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მიდგას გვერდით.
"ლივერპულში" თამაშისას მოპოვებული ოქროს ბუცი უფრო დასაფასებელია, რადგან ინგლისური ფეხბურთი ძალიან რთულია.
იმას არ ვგულისხმობ, რომ "ბარსელონაში" მოპოვებულ პრიზს ფასი არ აქვს, უბრალოდ, აქ თანაგუნდელები იმდენ მომენტს მიქმნიან, ერთადერთი რაც მრჩება, მისი დაბოლოვებაა." - განაცხადა სუარესმა.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.




კომენტარები [ 14 ]