პსჟ მზადაა ნეიმარის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო გადაიხადოს

პსჟ მზადაა ნეიმარის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო გადაიხადოს

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" მზადაა "ბარსელონას" თავდამსხმელს, ნეიმარს მომგებიანი კონტრაქტი შეთავაზოს.

Goal.com-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი თავდამსხმელის ახალ ხელშეკრულებაში არის ასეთი პუნქტი, რომლითაც კლუბი, რომელიც ნეიმარის ტრანსფერზე ნადირობს, ვალდებულია კატალონიელებს 222 მილიონი ევროს სახით კომპენსაცია გადაუხადოს. პსჟ მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ საჭირო თანხა გადაიხადოს.

ადრე ფრანგულმა კლუბმა ნეიმარის ტრანსფერზე კატალონიელებს 193 მილიონ ევროს შესთავაზა, მაგრამ თანხამ "ბარსელონა" ვერ მოხიბლა, ამიტომაც ზაფხულში ტრანსფერი ვერ შედგა.

ბრაზილიელის ახალი კონტრაქტი ესპანელებთან 2021 წლამდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა თავდამსხმელმა პრიმერაში 5 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 2 შედეგიანი გადაცემა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 ოქტომბერი 2016 16:32
    0
    ესენი უკვე ტვინს ....ვენ რა იოცნებონ ნეიმარზე.