გლები "არსენალიდან" "ბარსელონაში" გადასვლას ნანობს

  • 7-10-2016, 00:00
  • გლები "არსენალიდან" "ბარსელონაში" გადასვლას ნანობს

    ბელორუსის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ალექსანდრ გლები, 2008 წელს ლონდონის "არსენალიდან" კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლას ნანობს. თავის დროზე "ბლაუგრანამ" "მეთოფეებს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 19 მილიონი ევრო გადაუხადა.

    ბელორუსმა კატალონიელთა რიგებში 1 სეზონი დაჰყო. 36 ჩატარებულ მატჩში მან 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2008/09 წლების სეზონის მერე ის სხვადასხვა გუნდებში იმყოფებოდა არენდის წესით.

    "ერთი მხრივ ვნანობ, რომ "არსენალში" არ დავრჩი. ვენგერი, როგორც მამა ისე მეპყრობოდა და მენდობოდა. ცუდ ხასიათზე ვდგები, როცა ამაზე ვფიქრობ". - ციტირებს გლების სიტყვებს Reuters.

    "მეორე მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ კატალონიის "ბარსელონა" იყო და ახლაც არის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი. "ბლაუგრანას" რიგებში ხშირი პრაქტიკა არ მქონია, მაგრამ გარკვეულწილ სათამაშო დროს მაინც ვღებულობდი".

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    L I O N E L MESSI

    2 - 7 ოქტომბერი 2016 22:53

    ეს ვიღააა laughing

    0
    გასულია

    1 - 7 ოქტომბერი 2016 10:45

    ეს ვაბშე რატო მოიყვანეს ვერ გავიგე

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი