სუარესს ახალი კონტრაქტი სურს

  • 5-10-2016, 11:44
  • სუარესს ახალი კონტრაქტი სურს

    "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ურუგვაელ თავდამსხმელთან, ლუის სუარესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

    სუარესი იმედოვნებს, რომ კლუბთან ხელშეკრულებას ისეთივე პირობებით გააფორმებს, როგორიც ნეიმარს აქვს. ურუგვალეს წელიწადში 16 მილიონი ევროს მიღება სურს, მისი ამჟამინდელი წლიური ხელფასი კი 10 მილიონი ევროა.

    ორივე მხარისთვის ასეთი პირობები დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დროში ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ოფიციალურად გამოცხადდება.

    "ბარსელონას" ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად ლიონელ მესი რჩება. მისი წლიური ხელფასი 21.2 მილიონ ევროს შეადგენს.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Fallen92

    1 - 5 ოქტომბერი 2016 12:06

    სეზონის სტარტზე არ მომწონს არც სუარესი არც ნეიმარი. იმედია შევლენ ფორმაში მალევე :))))

    0