"ბარსელონას" ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

  • 12-09-2016, 23:57
  • "ბარსელონას" ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

    "ბარსელონას" ხელბურთის გუნდის ლეგენდა ოსკარ გრაუ კლუბის ახალ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ამ ინფორმაციას კატალონიელთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

    ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ნაჩო მესტრემ, ამ თანამდებობაზე 21-თვიანი მუშაობის შემდეგ, კლუბის პრეზიდეტს პირადი საკითხებისთვის მეტი დროის გამოყოფა სთხოვა. დღეს, "ბარსელონას" დირექტორთა საბჭომ ეს თხოვნა დააკმაყოფილა და მესტრე ოკასრ გრაუთი შეცვალა.

    ოსკარ გრაუ, აქამდე, "ბარსელონას" საფეხბურთო სკოლების დირექტორი იყო. 1964 წელს დაბადებულ გრაუს ბიზნესის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში MBA ხარისხი აქვს. ის "ბარსელონას" ხელბურთის გუნდში 1984-1995 წლებში თამაშობდა. ოსკარ გრაუს შემცვლელი ყოფილ თანამდებობაზე მალე დასახელდება.

    რაც შეეხება ნაჩო მესტრეს, ის მუშაობას კლუბის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე განაგრძობს.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge