"ბარსელონამ" კატალონიის ეროვნული დღე აღნიშნა

  • 11-09-2016, 18:41
  • "ბარსელონამ" კატალონიის ეროვნული დღე აღნიშნა

    "ბარსელონას" წარმომადგენლობითმა დელეგაციამ, დღეს დილით, კატალონიის ეროვნული დღის აღსანიშნავად, რაფაელ კაზანოვას მემორიალი მოინახულა.

    კატალონიის ეროვნული დღე ყოველი წლის 11 სექტემბერს აღინიშნება. 1714 წელს, კატალონიელები ესპანელებთან გამართულ ომში სწორედ 11 სექტემბერს დამარცხდნენ. ამ დღეს, კატალონიელები, იმ ომში კატალონიური მხარის ერთ-ერთი ლიდერის, რაფაელ კაზანოვას მემორიალთან იკრიბებიან.

    დღეს დილით, რაფაელ კაზანოვას მემორიალთან "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ, კაპიტანი ანდრეს ინიესტა, მეკარე ხორდი მასიპი, ვიცე-პრეზიდენტები ხორდი კარდონერი და კარლეს ვილარუბი, დირექტორები ხოსეპ რამონ ვიდალ-აბარკა, ხორდი კალსამილია, მარია ტეიშიდორი და შავიერ ვილაჟოანა, UEFA-სთან ურთიერთობის დელეგატი, დავიდ ბელვერი, ხელბურთის გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი ჩავი პასკუალი და ვიქტორ ტომასი, ფუტზალის გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი ანდრეუ პლასა და მარკ ტოლრა და ქალთა საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი ჩავი ლორენსი და მარტა უნსუე მივიდნენ.

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    QaTaR AiRwAyS

    12 სექტემბერი 2016 00:46

    დღეს წარმოგიდგენთ ერთ სახალისო სტატიას , თუ რა გვარები ექნებოდათ კრისტიანო რონალოდს და ლეონელ მესის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ,რომ დაბადებულიყვნენ .
    მოდი პირველად წარმოვიდგინოთ საქართველოში ,რომ დაბადებულიყვნენ რა გავარი ექნებოდათ მსოფლიოს ორ საუკეთესო ფეხბურთელს.
    საქართველო
    კრისტიანო რონალდაშვილი
    ლეონელ მესია
    რუსეთი
    კრისტიანო რონალდოვი
    ლეონელ მესინი
    უკრაინა
    კრისტიანო რონალდენკო
    ლეონელ მესიკო
    სომხეთი
    კრისტიანო რონალდოიან
    ლეონელ მესიანი
    ხორვატია
    კრსიტიანო რონალდოვიჩი
    ლეონელ მესიჩი
    საბერძნეთი
    კრისტიანო რონალდოპულოსი
    ლეონელ მესიპოპიდისი
    პოლონეთი
    კრისტიანო რონალდსკი
    ლეონელ მესეზინი
    საუნდის არაბეთი
    ალ -რონალიდანი
    ალ - მესეინი
    ისლანდია
    კრისტიანო რონალდსონი
    ლეონელ მესსონი
    სამხრეთ კორეა
    კრი-შტი-რონ
    ლე-მე-სი

    0
    lekino

    12 სექტემბერი 2016 00:08

    უყურე შენ (კაზანოვას) :D

    0
    Legend )

    11 სექტემბერი 2016 22:36

    Denisi dzana magari kacia

    0
    გასულია

    11 სექტემბერი 2016 22:10

    ციტატა: anribarsa 
    Vიდალზე გეთანხმები ნამდვილად არაა ბარსას დონის, დროზე უნდა წავიდეს, აი დენის კიდე აქვს უდიდესი პოტენციალი და მალე დაანახებს ყველას რაც შეუძლია!

    შეიძლება მოუმატოს მარა ბარსას ძირითადის ფეხბურთელი არამგონია გახდეს როდისმე

    პიკე ცვეტში საუკეთესო მცველია მსოფლიოში:დ ყველას იფენს

    ისე თამაშამდე ყველა ამბობდა მესი სუარესი დაასვენოს მაინც მოვუგებთ ამათო და რო დაასვენა მერე ატეხეს ერთი ამბავი რატო დაასვენაო:დდდდდდდ ნუ ამ გუნდითაც გემრიელად მოვუგებდით როგორც სევილიას კამპ ნოუზე ცოტა ხნის წინ(მაშინაც თითქმის ამ სასტავით ვიყავით) მარა ჩააწყობილი იყო არაუშავს:დ

    ეგრე იყო ჰერკულესთანაც კამპ ნოუზე 0-2 წავაგეთ, არადა მაგ წრეში 5-0 მოვუგეთ რეალს:დდდ მარადონამ მართალი თქვა გააუქმეთ ტოტალიზატორები და იხილავთ ნამდვილ ფეხბურთსო, ტყუილად ამხელა კაცი არ იტყოდა ამას:დ

    0
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=a50tIFaqzTE

    https://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ
    გასულია

    11 სექტემბერი 2016 22:01

    ციტატა: ani-barca10
    ეს ვიდალი ბარსას ზამენის დონეც არაა, დენისი არასდროს მომწონდა, ბარსას ძირითადის დონის ვერასდროს გახდება, რაც შეეხება თამაშს ჩაწყობილი იყო:დ 100%

    Vიდალზე გეთანხმები ნამდვილად არაა ბარსას დონის, დროზე უნდა წავიდეს, აი დენის კიდე აქვს უდიდესი პოტენციალი და მალე დაანახებს ყველას რაც შეუძლია!

    0
    გასულია

    11 სექტემბერი 2016 21:51

    ეს ვიდალი ბარსას ზამენის დონეც არაა, დენისი არასდროს მომწონდა, ბარსას ძირითადის დონის ვერასდროს გახდება, რაც შეეხება თამაშს ჩაწყობილი იყო:დ 100%

    0
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=a50tIFaqzTE

    https://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ
    გასულია

    11 სექტემბერი 2016 19:53

    Iნიესტა რა გამოწყობილია:-)

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied