აგენტი: "ნეიმარი პსჟ-ში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო"
"ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერის, ნეიმარ ჟუნიორის აგენტი ვაგნერ რიბეირუ ადასტურებს, რომ გასულ ზაფხულში, მისი შეძენის სურვილს "პარი სენ ჟერმენი" გამოთქვამდა და ფრანგები მზად იყვნენ ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხა, 190 მილიონი ევრო გადაეხადათ.
"ნეიმარი პსჟ-ში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. პარიზელები მზად იყვნენ, მისთვის, წელიწადში 40 მილიონი ევრო გადაეხადათ, თუმცა, ფეხბურთელმა "ბარსელონაში" დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო იმის მიუხედავად, რომ ის აქ უფრო ნაკლებს გამოიმუშავებს.
"პარი სენ ჟემრენი" მზად იყო "ბარსელონათვის" 190 მილიონი ევრო გადაეხადა. ნეიმარით "მანჩესტერ იუნაიტედიც" იყო დაინტერესებული, მაგრამ ფეხბურთელის შეძენას ყველაზე მეტად პსჟ მიუახლოვდა." - ციტირებს რიბეირუს სიტყვებს ESPN.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]