შმეიხელი: „რაც გვარდიოლამ „ბარსელონაში“ გააკეთა ფანტასტიკაა, მაგრამ მას გაუმართლდა“

  • 8-09-2016, 00:35
  • შმეიხელი: „რაც გვარდიოლამ „ბარსელონაში“ გააკეთა ფანტასტიკაა, მაგრამ მას გაუმართლდა“

    "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ - პეტერ შმეიხელმა პრესასთან ინტერვიუში ხოსეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაზე ისაუბრა. იტყობინება, Goal. 

    "მას ყველაფერი რიგზე ჰქონდა "ბაიერნში" მოღვაწეობისას, შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ხოსეპი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ვფიქრობ, მან მიუნხენური კლუბის სათამაშო სტილი შეცვლა, მათი თამაში საყურებლად მოსაწყენი იყო. გვარდიოლამ გერმანულ კლუბთან ერთად საკმაოდ ბევრი ტიტული მოიგო, ამაზე დავაც ზედმეტია.

    ის რაც მან "ბარსელონაში" გააკეთა - ფანტასტიკაა, მაგრამ სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ მას გაუმართლდა, მის განკარგულებაში ხომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც მის ფილოსოფიას მოუხდნენ. შესაძლოა, პეპმა წარმატებები "მანჩესტერ სიტიშიც" გაიმეოროს." - განაცხადა, შმეიხელმა. 

    გვარდიოლა "ბარსელონას" 2008-2012 წ.წ წვრთნიდა, ხოლო "ბაიერნს" 2013-2016 წლებში. 

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    alen halilovic წევრი [?]

    8 სექტემბერი 2016 12:26

    ციტატა: ჯერემი რენერი
    ენრიკეს მოღვაწეობას ისეთი პირი უჩანს პეპის ეპოქას დაჩრდილავს, მაგრამ ის დრო მაინც მენატრება..

    ენრიკეს ძალიან ვაფასებ და მართლაც საკმაოდ რთული ამოცანა შეასრულა - უმოტივაციო გუნდი შეთამაშებულ მონსტრად აქცია, მაგრამ იმის დაჩრდილვა, რაც გვარდიოლამ შექმნა, უბრალოდ, წარმოუდგენლად მიმაჩნია.

    0
    LEO MESSI
    LEO MESSI სტუმარი [?]

    8 სექტემბერი 2016 11:41

    მაგარი დრო იყო

    0
    intskirveli.fcb
    intskirveli.fcb სტუმარი [?]

    8 სექტემბერი 2016 10:12

    ციტატა: iraklileki
    gamarjoba axali var :))) pess 17 rodis gamodis 17 seqtembers ?

    15-ში

    0
    LEGENDARY ALL TIME MESSI
    LEGENDARY ALL TIME MESSI სტუმარი [?]

    8 სექტემბერი 2016 02:20

    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: ჯერემი რენერი
    ენრიკეს მოღვაწეობას ისეთი პირი უჩანს პეპის ეპოქას დაჩრდილავს, მაგრამ ის დრო მაინც მენატრება..

    ის მაინც მაგარი დრო იყო, რაღაც ახალი იყო, ქარიშხალივით შემოიჭრა საფეხბურთო სამყაროში. მილიონი მიმბაძველი გამოუჩნდა ბარსას სტილს. ძალიან მაგარი რევოლუცია მოახდინა და ხელოვნების დონეზე დავიდა მაშინ ფეხბურთი. ენრიკეს მოღვაწეობის რა გითხრა, ეს შემადგენლობა სანამ არ დაიღლება ყველაფერს მოიგებენ. და დაღლის პირი არ უჩანთ ჯერ. მგონია რო ლუჩო უფრო დიდხანს დარჩება და ჯამში მეტ ტიტულს მოიგებს. უბრალოდ ეს წელია დიდი გამოცდა, კონტრაქტს ჩემი აზრით ამიტო არ უხანგრძლივებენ, ამდენი ტრანსფერის და ესეთი შემადგენლობის შეკვრის მერე უტიტულობას არ აპატიებენ. წელს თუ ჩააგდო ბარსამ დაითხოვენ ჩემი აზრით. ვეღარაფრით გაიმართებს თავს. თუ წელს 2 ტიტული მაინც დადო მერე მართლა ვეღარაფერი გააჩერებთ. ერთი ლიგაც უნდა და დაჩრდილავს პეპის დროს და ეგაა.

    ენრიკეც ძალიან ჭკვიანი და ამბიციური მწვრთნელია,სწორედ მან ჩამოწია მესი უკან და რასაც აკეთებს ჩვენი ლეო კი ვხედავთ,,,შეათამაშა სამი საუკეთესო ფეხბურთელი პლანეტაზე,,, უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს,ლუჩო ჩემი აზრით 2019 წლამდე გაქაჩავს ბარსელონაში და ამ ხნის მანძილზე უამრავ ტიტულს მოუყრის თავს რასაც დარწმუნებული ვარ ვერცერთი მწვრთნელი ვეღარ გაიმეორებს ბარსას ისტორიაში,,,,პლიუს ამას გუნდში ყავს მომავალი თაობა ნეის ხელმძღვანელობით რომელიც მალე გახდება გუნდის მამოძრავებელი ძალა,რობერტო გომეში დინი უმტიტი,,,სამომავლოდ დიბალა ,ლუჩო ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელის სახელს დატოვებს ბარსაში აი მომიგონეთ ჩემი ნათქვამი

    0
    iraklileki
    iraklileki სტუმარი [?]

    8 სექტემბერი 2016 00:55

    gamarjoba axali var :))) pess 17 rodis gamodis 17 seqtembers ?

    0
    გასულია
    ჯერემი რენერი რედაქტორი [?]

    8 სექტემბერი 2016 00:37

    ენრიკეს მოღვაწეობას ისეთი პირი უჩანს პეპის ეპოქას დაჩრდილავს, მაგრამ ის დრო მაინც მენატრება..

    0
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    “I like repressed characters. That gives me a lot of freedom to make a lot of different choices through subtleties.” - Jeremy Renner

    პარტნიორები

    Flashscore.ge