ფაბრეგასის სახლში ანდრე გომეში იცხოვრებს

ფაბრეგასის სახლში ანდრე გომეში იცხოვრებს

სესკ ფაბრეგასის კუთვნილ სახლს, რომელიც "ბარსელონას" ფეხბურთელებში პოპულარულ რეგიონში, კასტელდეფელსში მდებარეობს, კატალონიური გუნდის პორტუგალიელი ახალწვეული ანდრე გომეში იქირავებს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ფაბრეგასის სახლს "ბარსელონას" ფეხბურთელი ქირაობს. აქამდე, ამ სახლში ტომას ვერმალენი ცხოვრობდა, რომელიც "რომაში" არენდით გადავიდა. ბელგიელი მცველის ადგილს პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიკავებს, რომელმაც სასტუმროში ცხოვრებას ფაბრეგასის სახლის ქირაობა ამჯობინა.

გომეში "ბარსელონას" ერთადერთი ფეხბურთელი არ იქნება, რომელიც კასტელდეფელსში იცხოვრებს. მისი სახლი ნეიმარის, ლიონელ მესისა და ლუის სუარესის საცხოვრებლებთან ახლოს იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 8 სექტემბერი 2016 12:34
    0
    სამეზობლოს გამო ღირდა მაქ ცხოვრება!
    LEO MESSI
    სტუმარი [?]
    #4 8 სექტემბერი 2016 11:39
    0
    ძალიან მაგარი ადგილია, გომეში რას იგულავებს smile
    LEGENDARY ALL TIME MESSI
    სტუმარი [?]
    #3 8 სექტემბერი 2016 03:14
    0
    დღესაც ვერ მომინელებია ამის წასვლა,,, ძალიან ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია,,,ცუდ დროს მოუწია თამაში პირველი სეზონი ძალიან კარგი ქონდა,შემდეგ დაეწყო გუნდს ჩავარდნა პლიუს მესის ტრამვა
    A.INIESTA
    სტუმარი [?]
    #2 8 სექტემბერი 2016 01:23
    0
    ციტატა: ჯერემი რენერი
    დიდი შეცდომა იყო ამის გაშვება!
    რატო იყო შეცდომა გუნდი გასაახლებელი იყო გაახლდა კიდეც, შესაბამისათ შედეგიც დაიდო ეს კიდე 100%გასაშვები იყო ტავისი მაქაიმუმი უკვე გაკეთებული ქონდა ბარსაში
    რედაქტორი [?]
    #1 8 სექტემბერი 2016 00:37
    0
    დიდი შეცდომა იყო ამის გაშვება!
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️

    R e t i r e d