ესპანეთის პატარა სოფელში კრუიფის სახელობის ქუჩა გაიხსნება

ესპანეთის პატარა სოფელში კრუიფის სახელობის ქუჩა გაიხსნება

ესპანეთის პატარა სოფელ ვალფოგონა დე რიუკორბში, პარასკევს, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, იოჰან კრუიფის სახელობის ქუჩა გაიხსნება.

9 სექტემბრის შემდეგ, იოჰან კრუიფს, ესპანეთში, თავისი სახელობის ქუჩა ექნება. საინტერესოა, რომ ეს ქუჩა არ იქნება ბარსელონაში, სადაც ჰოლანდიელი ჯერ ფეხბურთელობის, შემდეგ კი მწვრთნელობის დროს ბრწყინავდა. კრუიფი ბარსელონასგან 115 კილომეტრით დასავლეთით, პატარა სოფელ ვალფოგონა დე რიუკორბში დააფასეს, სადაც მხოლოდ 99 ადამიანი ცხოვრობს.

იოჰან კრუიფის სახელობის ქუჩის გახსნის იდეა სოფლის მერს, ფრანსესკ ლოვეტ ალბარედას ეკუთვნის. ქუჩას, რომელიც სპორტულ კომპლექსთან ახლოს მდებარეობს, სახელი ჯერ არ აქვს და გადაწყდა, ის კრუიფის სახელობის იყოს.

ქუჩის გახსნის ცერემონიაზე, რომელიც პარასკევს გაიმართება, არაერთი ცნობილი ყოფილი ფეხბურთელია მიწვეული.

შეგახსენებთ, რომ კრუიფი მიმდინარე წლის 24 მარტს, ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    El pistolero 9
    სტუმარი [?]
    #3 9 სექტემბერი 2016 15:15
    0
    ბარემ თერჯოლაში გაეხსნათ დ:დ:
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 სექტემბერი 2016 21:43
    0
    ძალიან კარგი მათი მხრიდან კეთილშობილური საქციელი არის. ისე კი ქალაქ ბარსელონაშიც უნდა იყოს კრუიფის სახელობის ან ქუჩა ან რაიმე სპორტული დაწესებულება. მაგრამ მაგას ხომ მოფიქრება უნდა ჯერ და მერე შესრულება.
    LEO MESSI
    სტუმარი [?]
    #1 6 სექტემბერი 2016 13:13
    0
    აი ასე უნდა, ლეგენდა ლეგენდად უნდა დარჩეს, კრუიფი მუდამ გვემახსოვრება, კარგია რომ ესპანელი ხალხი ასე დიდად აფასებენ მას და მთლიანად მის მოღვაწეობას