მესი ბარსელონაში ბრუნდება, კლუბის ექიმები კი მის ტრავმაზე ღელავენ

მესი ბარსელონაში ბრუნდება, კლუბის ექიმები კი მის ტრავმაზე ღელავენ

"ბარსელონას" არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი ეროვნული გუნდის მომდევნო მატჩში, "ვენესუელას" წინააღმდეგ, მონაწილეობას არ მიიღებს და ის კატალონიაში უახლოეს მომავალში დაბრუნდება. ამის მიზეზი ტრავმაა.

მესი ნაკრებს ტრავმირებული შეუერთდა. "ბარსელონას" მედიკოსებმა არგენტინელ ექიმებს ამის შესახებ აცნობეს. მიუხედავად ამისა, ედგარდო ბაუსამ ლეო, ურუგვაისთან, მაინც სრულად ათამაშა. ამან ნაკრებზე დადებითაც იმოქმედა - "ალბისელესტემ" ურუგვაის მესის გოლით 1:0 სძლია. თუმცა, 29 წლის ფეხბურთელს ტკივილი კვლავ აწუხებს და კატალონიელთა სამედიცინო შტაბი ამის გამო ღელავს.

ედგარდო ბაუსამ დაადასტურა, რომ მესი ვენესუელას წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფეხბურთელმა ბარსელონაში ნაადრევად დაბრუნება გადაწყვიტა და კატალონიელები ამ ინიციატივას დასთანხმდნენ. ლეო აღდგენით პროცესს ესპანეთში განაგრძობს და კლუბის ექიმებს იმედი აქვთ, რომ ის ტრავმას "ალავესთან" ლა ლიგაში, ან "სელტიკთან" ჩემპიონთა ლიგაზე არ გაიმიზეზებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 3 სექტემბერი 2016 17:03
    0
    ნუ რა სისულელებს ვკითხულობ. ძალიან მაგარი პიროვნებაა რო ეროვნული ნაკრები არ დატოვა ტრავმის გამო და მოგებაც მოუტანა. და მერე ეს ჩლუნგი არგენტინელები კიდე გააკრიტიკებენ... მერე მეორე. ბარსელონას და არგენტინას რაც ჭკუაში ჩავჯექი ბავშვობიდან ვბალეიშიკობ და მირჩევნია ამ ეტაპზეც არგენტინას გამოადგეს ვიდრე ბარსას... თქვენი თავი წარმოიდგინეთ, ნაკრების წინსვლას უფრო არ დააყენებთ წინ ვიდრე სხვა ქვეყნის კლუბს?? თუმცაღა ორივე მნიშვნელოვანიააგრამ პრიორიტეტული მაინც სამშობლოა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 3 სექტემბერი 2016 01:29
    0
    ნაკრების გამო ტრამვიანმა ითამაშა ტიპმა და ეს მუნდიალის წინა სეზონში სუ დაიკიდებს ბარსაში თამაშს, მუნდიალისთვის არ დავიტრამვოო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 3 სექტემბერი 2016 00:16
    0
    ოოოო ეგ სერიოზული ამბავია ვენესუელასთან კი არა ურუგვაისთანაც არ უნდა ეთამაშა წესით. და გასაკვირია რატომ ათამაშა მწვრთნელმა თან შეუცვლელათ. შეიძლება მაგიტომ გაუმიზეზდა ტრამვა და იმიტომ ნაადრევათ მიდის ბარსელონაში.
    RIO
    სტუმარი [?]
    #6 3 სექტემბერი 2016 00:00
    0
    araperia gamojanmrteldeba.
    Messisuaresineimary
    სტუმარი [?]
    #5 2 სექტემბერი 2016 22:52
    0
    Araushavs moishusheb leo rac mtavaria shen mowinaagmdegeebs xo mieci pirshi sagol messito:-):-D
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 სექტემბერი 2016 22:39
    0
    ფუ რა უნდოდათ რატო ათამაშესსს, თან სრულად, ვერარი ის მწვრთნელი რა!
    Lionel Messi - Pure Magic
    სტუმარი [?]
    #3 2 სექტემბერი 2016 22:22
    0
    მაინც ალავესთან არ ათამაშოს ლუჩომ და თუ რამეა მერე გამოუშვას....
    RONBAL
    სტუმარი [?]
    #2 2 სექტემბერი 2016 22:17
    0
    Kvdebaa?
    zura1988
    სტუმარი [?]
    #1 2 სექტემბერი 2016 22:11
    0
    ტრამვიანი ფეხბურთელის თამაში რა უბედურებაა...თან სრულად თამაში...