"ბოკა ხუნიორსი" - სავარაუდო მეტოქე გამპერის თასზე

  • 1-09-2016, 00:58
  • "ბოკა ხუნიორსი" - სავარაუდო მეტოქე გამპერის თასზე

    ცოტა ხნის წინ, "ბარსელონასა" და "ბოკა ხუნიორსის" პრეზიდენტები, ხოსეპ მარია ბართომეუ და დანიელ ანგელიკი ერთმანეთს შეხვდნენ. ერთ-ერთი განხილული თემა 2017 წლის გამპერის თასზე არგენტინული კლუბის თამაშია.

    არგენტინის ჩემპიონატის კალენდრის ახალი სისტემა "ბოკა ხუნიორსს" საშუალებას აძლევს მომდევნო ზაფხულში გამპერის თასზე ითამაშოს. კლუბების პირველმა პირებმა ასეთ შესაძლელობაზე ისაუბრეს.

    ბოკა ხუნიორსს გამპერის თასზე 5-ჯერ უთამაშია და არასდროს მოუგია. 1966-1996 წლებში, როდესაც ტურნირი 4-გუნდიანი იყო, არგენტინელები 3-ჯერ მე-3 ადგილზე გავიდნენ. 1997 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც ტურნირი ორგუნდიანი გახდა, მათ 2-ჯერ ითამაშეს და ორივეჯერ წააგეს. უკანასკნელად ეს 2008 წელს მოხდა, როდესაც "ბარსამ" 2:1 იმარჯვა.

    სხვა განსახილველ საკითხებს შორის იყო ბარსელონასა და არგენტინაში კლუბების ლეგენდების მონაწილეობით საჩვენებელი თამაშების გამართვა.

    "ბოკა ხუნიორსის" პრეზიდენტი "ლა მასიას" მუშაობის სისტემასაც გაეცნო. მას სურვილი აქვს, კატალონიური გამოცდილება "ბოკას" ახალგაზრდულ სისტემაში გამოიყენოს.

    გარდა ამისა, ანგელიკი "კამპ ნოუზე" დაგებული ახალი, ჰიბრიდული მოედნის საფარითაც დაინტერესდა. ამის მიზეზი ისაა, რომ მისი კლუბის საშინაო არენის, "ბომბონერას" საფარი, გასულ სეზონში, სერიოზულად დაზიანდა.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    1 - 2 სექტემბერი 2016 11:48

    ციტატა: KOTE KVERNADZE
    skolis gaxsna kaia didi xania argentineli ar gvyolia (messi da maskerano ar etvleba)

    ყველაზე მეტად მინდა ბარსამ დიბალა შეიძინოს ძალიან მაგარი იგროკია

    0