ჟაუმე როურესი: "ელ კლასიკო", შესაძლოა 3 დეკემბერს, 19 საათზე გაიმართოს"

ჟაუმე როურესი: "ელ კლასიკო", შესაძლოა 3 დეკემბერს, 19 საათზე გაიმართოს"

როგორც Mediapro-ს თანადამფუძნებელი, ჟაუმე როურესი იუწყება, სეზონის პირველი "ელ კლასიკო", შესაძლოა 3 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართოს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ ის ვიცოდით, რომ "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის სეზონის პირველი დაპირისპირება, 3-4 დეკემბერს გაიმართებოდა ლა ლიგის მე-14 ტურში, თუმცა დრო მიახლოებითაც კი არ იყო ცნობილი.

"ბლაუგრანა", 6 დეკემბერს, ანუ "ელ კლასიკოდან" რამდენიმე დღის შემდეგ, "გლადბახს" უპირისპირდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ამიტომაც "რეალისა" და "ბარსელონას" თამაშის დაწყების დრო, ჯერ კიდევაც არაა დადასტურებული.

"იქნება თუ არა თამაში 16:00 (თბილისის დროით) საათზე? ამაზე ჯერ არ გვისაუბრია, თუმცა მაინც არაფერს გამოვრიცხავთ. ერთ წელს, "ელ კლასიკო" საერთოდ ორშაბათს გაიმართა კატალონიაში არჩევნების გამო."

"ამაზე ჩვენ ლა ლიგას უნდა დაველაპარაკოთ, 16:00 საათი ცუდი დრო არ იქნება აზიაში, თუმცა 16 საათი სამხრეთ ამერიკაში, შესანიშნავი დროა, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ უნდა შევაჩეროთ, რადგან მატჩამდე ჯერ კიდევ 3 თვეზე მეტია დარჩენილი." - განაცხადა როურესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    leonella
    სტუმარი [?]
    #6 31 აგვისტო 2016 12:48
    0
    ფეღბურთის დილით ყურება კარგი არარის ყველაფერს რაგაც თავისი მუღამიაქვს სად როჩაუჯდები ღამით ჩიფსით პეღბურთს და უყურებ და სად დილით რავი
    Uncle Joe
    სტუმარი [?]
    #5 31 აგვისტო 2016 02:12
    0
    მალე აზიაში როგორც აწყობთ ისე იქნება თამაშები:D
    paco alcacer
    სტუმარი [?]
    #4 30 აგვისტო 2016 23:35
    0
    ახალივარ და მიმიღებთ
    zura1988
    სტუმარი [?]
    #3 30 აგვისტო 2016 20:22
    0
    მეც ვერ ვიტან დღე რომ არის თამაშები.მითუმეტეს კლასიკო...ასეთი დიდი თამშები ყოველთვის ღამით უნდა იმართებოდეს.
    LEO MESSI
    სტუმარი [?]
    #2 30 აგვისტო 2016 20:19
    0
    მნიშვენოლბა არ აქვს როდის იქნება მთავარია რომ მოვიგებთ და რეალს ამოვტენით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 აგვისტო 2016 18:26
    0
    რა 16:00 არ მევასება ფეხბურთის დღე ყურება!