"ბარსელონას" ოფიციალურ ვებგვერდზე გაპარული შეცდომა

  • 30-08-2016, 16:45
  • "ბარსელონას" ოფიციალურ ვებგვერდზე გაპარული შეცდომა

    "ბარსელონამ" პაკო ალკასერის ტრანსფერი ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა, მაგრამ კატალონიური კლუბის ვებგვერდზე, ჯერ კიდევ გუშინ, ტრანსფერის დამადასტურებელი ინფორმაცია იდო.

    თავდაპირველად, გადაწყვეტილი იყო, რომ ალკასერის ტრანსფერი გუშინ უნდა გაოფიციალურებულიყო. სწორედ ამიტომ, "ბარსას" ვებგვერდზე, გულშემატკივრებისთვის განკუთვნით განყოფილებაში, კატალონიური კლუბის მაისურში გამოწყობილი 22 წლის თავდამსხმელის ფოტო გამოჩნდა, რომელსაც ჰქონდა მინაწერი "მოიგო ალკასერის ხელმოწერილი "ბარსელონას" ფორმა".

    მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ ტრანსფერის გაოფიციალურება დღეისთვის გადმოიდო, ვებგვერდიდან ალკასერის სურათი აიღეს. თუმცა, მისი დაბრუნება მალევე მოუწევთ.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    LEO MESSI

    3 - 30 აგვისტო 2016 19:11

    მთავარია რომ ბარსაშია ამ უბრალო შეცდომას აზრი არა აქვს

    0
    გასულია

    2 - 30 აგვისტო 2016 17:28

    ციტატა: esrfgeff
    სალამი ხალხო. ახალი ვარ. იმედია მიმიღებთ

    სალამი... ნიკის მოფიქრება დაგეზარა და რაზეც პირველად ხელი მოგიხვდა ის დაწერე??? :D :D

    0
    TERMINATORI

    1 - 30 აგვისტო 2016 17:10

    ციტატა: esrfgeff
    სალამი ხალხო. ახალი ვარ. იმედია მიმიღებთ

    welcome smiley

    0