ოფიციალურად: "ბარსამ" მუნირი "ვალენსიაში" გაანათხოვრა

ოფიციალურად: "ბარსამ" მუნირი "ვალენსიაში" გაანათხოვრა

"ბარსელონას" ოფიციალურმა ვებგვერდმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა, რომ გუნდის 20 წლის თავდამსხმელი მუნირ ელ ჰადადი, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, "ვალენსიაში" ითაბაშებს.

ოფიციალური ინფორმაციით, კატალონიელებმა ახალგაზრდა შემტევი "ღამურებში" გაანათხოვრეს. "ვალენსიას" ფეხბურთელის 12 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება. თუ ვალენსიელებმა მუნირი მართლაც გამოისყიდეს, მომავალში კი მან კლუბი დატოვა, "ბარსელონას" ტრანსფერიდან პროცენტი შეხვდება.

მუნირი "ბარსელონას" აკადემიას 2011 წელს შეუერთდა. კატალონიელთა პირველი გუნდის მაისურით მან 45 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    LEO MESSI
    სტუმარი [?]
    #2 30 აგვისტო 2016 19:08
    0
    კარგია უფრო დაიხვეწება
    სერხი რობერტო
    სტუმარი [?]
    #1 30 აგვისტო 2016 16:33
    0
    ყანაზე რეებს წერენ მიდი ბენზო მესი ჩახიე ბომბარდირობაშიო :D