"ბარსა" მადრიდისთვის ემზადება

"ბარსა" მადრიდისთვის ემზადება

"ბარსელონამ" ვარჯიში პარასკევს დილით განაახლა. როგორც მოგეხსენებათ, კატალონიელები "ვისენტე კალდერონისთვის" ემზადებიან და ისინი დღეს "სიუტატ ესპორტივაზე" როგორც ტაქტიკურად, ისე ფიზიკურად მოემზადნენ.

ხუთშაბათს გაცდენილი ვარჯიშის შემდეგ, გუნდს დაუბრუნდნენ ხერარდ პიკე, ანდრეს ინიესტა და პედრო როდრიგესი. ასევე "ბარსა ბ"–დან გუარდიოლამ მარტი რივეროლა და რუბენ როხინა დაიმატა.

ხეფრენ სუარესი აგრძელებს თავის ინდივიდუარ პროგრამას და სრულად გამოჯანმრთელებას ელოდება.

დღეს გუარდიოლამ ყურადღება ძირითადად ტაქტიკურ გადაადგილებსა და ფიზიკურ მომზადებას დაუთმო. მთავარი ისაა, რომ ცუდი მოგონებები წარსულს ჩაბარდა და ახლა მთელი გუნდი ახლი მიზნებისკენ მიისწრაფვის.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.