"ბარსელონამ" უმტიტის ტრანსფერი დაადასტურა

"ბარსელონამ" უმტიტის ტრანსფერი დაადასტურა

"ბარსელონას" ოფიციალურმა ვებგვერდმა 22 წლის ფრანგი ცენტრალური მცველის, სამუელ უმტიტის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის "ლიონიდან" გადმობირება 25 მილიონი ევრო დაუჯდა. ის 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევრო იქნება.

უმტიტი ბარსელონაში ხუთშაბათს საღამოს ჩავა და ფოტოსესიაში მიიღებს მონაწილეობას. პარასკევს დილით ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს, რის შემდეგაც ფეხბურთელის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    LEGENDARY ALL TIME MESSI
    სტუმარი [?]
    #4 12 ივლისი 2016 17:33
    0
    წარმატებები აბა შენ იცი,კლასიკოზე თუ დაგაყენეს ასნავნოიში მაგრად უნდა ივაჟკაცო იცოდე
    PERANI
    სტუმარი [?]
    #3 12 ივლისი 2016 17:10
    0
    მე პირადად ამას მატიო მირჩევნია :D
    Romakhaa
    სტუმარი [?]
    #2 12 ივლისი 2016 16:43
    0
    Zalian mshvidi da damajerebeli bichia zalian momwons zalian
    ♛♛ MESSI ♛♛
    სტუმარი [?]
    #1 12 ივლისი 2016 16:43
    0
    ძალიან კარგი ტრანსფერია winked წარმატებები