სერხი სამპერი პირველ გუნდში დაწინაურდება

  • 7-07-2016, 22:04
  • სერხი სამპერი პირველ გუნდში დაწინაურდება

    "ბარსელონას" ახალგაზრდა საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხი სამპერმა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

    ჟურნალისტების ცნობით, მხარეებმა მოლაპარაკება დღეს დილით დაასრულეს, კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმება კი მომდევნო კვირაში მოხდება. ახალი ხელშეკრულება ბონუსებსა და გამოსასყიდ თანხასაც ითვალისწინებს.

    ახალი კონტრაქტის თანახმად, სამპერი პირველ გუნდში დაწინაურდება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ზაფხულშივე გამოჩნდა, რომ ის შანსის მისაღებად მზად ჯერ არაა, კატალონიელები მას გაანათხოვრებენ.

    სერხი სამპერი ბარსელონაშია დაბადებული და მას მთელი ახალგაზრდული კარიერა "ბლაუგრანაში" აქვს გატარებული. 2013 წლიდან ის "ბარსა ბ"-ში თამაშობდა.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    5 - 8 ივლისი 2016 13:51

    მომაცალში მაგარი ბიჭი დადგება მარა ჯერ ადრეა

    0
    BAD MONKEY

    4 - 8 ივლისი 2016 00:03

    ეგ და ბუსი ჯერ შორს არიან. ამის გადმოყვანას პირველ გუნდში აზრი არ აქ, ჯერ ბუსკეტსი უკონკურენტოა, უმტიტის მერე აგერ მასკეც ზევით აიწევს და შეასვენებს კიდეც. ასე რომ გაუშვით ეგეც ხიხონში და ეგაა ))

    0
    barselonista cule

    3 - 7 ივლისი 2016 23:43

    კარგია ბუსკეცის შEმცვლეია ეს

    0
    LEGENDARY ALL TIME MESSI

    2 - 7 ივლისი 2016 22:28

    კარგია იმედის მომცემი ბიჭია ლუჩო ამას რაფინიას და დენისს საკმაო შანს მისცემს,მომავალი ცენტრის ხალხია

    0
    გასულია

    1 - 7 ივლისი 2016 22:14

    პირველიიი

    0
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა