მესი და მასკერანო კოპა ამერიკის საბოლოო განაცხადში მოხვდნენ
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო "ტატა" მარტინომ ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც კოპა ამერიკის განაცხადში მოხვდნენ. ბუნებრივია, სიაში არიან "ბარსელონას" არგენტინელი მოთამაშეები, ლიონელ მესი და ხავიერ მასკერანო.
აღსანიშნავია, რომ განაცხადში ვერ მოხვდა "იუვენტუსის" 22 წლის თავდამსხმელი პაულო დიბალა, რომელმაც სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 19 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
არგენტინელთა განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: სერხიო რომერი ("მანჩესტერი"), ნახუელ გუზმანი ("ტიგრესი"), მარიანო ანდუხარი ("ნაპოლი");
მცველები: გაბრიელ მერკადო ("რივერ პლეიტი"), ფაკუნდო რონკალია ("ფიორენტინა"), ნიკოლას ოტამენდი ("სიტი"), ხონათან მაიდანა ("რივერ პლეიტი"), რამირო ფუნეს მორი ("ევერტონი"), მარკოს როხო ("მანჩესტერი"), ვიქტორ კუესტა ("ინდეპენდიენტე");
ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო ("ბარსელონა"), მატიას კრანევიტერი ("ატლეტიკო"), ევერ ბანეგა ("სევილია"), ლუკას ბილია ("ლაციო"), ხავიერ პასტორე (პსჟ), აუგუსტო ფერნანდესი ("ატლეტიკო"), ერიკ ლამელა ("ტოტენჰემი"), ნიკოლას გაიტანი ("ბენფიკა"), ანხელ დი მარია (პსჟ);
თავდამსხმელები: ეზეკიელ ლავესი ("ჰებეი ჩაინა ფორჩუნი"), ლიონელ მესი ("ბარსელონა"), სერხიო აგუერო ("სიტი"), გონსალო იგუაინი ("ნაპოლი").
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 26 ]