ინიესტა - ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ესპანელი
"ბარსელონას" კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი ანდრეს ინიესტა ესპანური ფეხბურთის ახალი რეკორდსმენი გახდა. ფეხბურთელმა, რომელსაც 32 წელი ცოტა ხნის წინ შეუსრულდა, ჩავი ერნანდესის მიღწევა გააუმჯობესა.
"გრანადასთან" დღეს მოგებული თამაშის შემდეგ, ინიესტას, კარიერაში, 29 ტიტული დაუგროვდა. არცერთ სხვა ესპანელ ფეხბურთელს ასეთი შედეგი არ ჰქონია. აქამდე რეკორდსმენი ჩავის აქტივში 28 ტიტულია.
ინიესტას 8-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 3-ჯერ ქვეყნის თასი, 6-ჯერ სუპერთასი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ევროპის სუპერთასი, 3-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატი და 2-ჯერ ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]