მესის ყველაზე ცნობილ გულშემატკივარს სამშობლოდან გაქცევა მოუხდა

მესის ყველაზე ცნობილ გულშემატკივარს სამშობლოდან გაქცევა მოუხდა

5 წლის ავღანელი მურთაზ აჰმადი, რომელმაც პოპულარობა ლიონელ მესის წყალობით მოიპოვა, იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად, პაკისტანში გაქცეულიყო, რათა თავი თალიბებისგან დაეცვა. ამ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

რამდენიმე თვის წინ, ინტერნეტში გავრცელდა სურათები, სადაც უცნობი ბიჭი ცელოფნის პარკისგან დამზადებული მესის მაისურით თამაშობდა ფეხბურთს. მალევე გაირკვა, რომ ეს ბიჭი ავღანელი მურთაზ აჰმადი იყო. მოგვიანებით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა 5 წლის გულშემატკივარს თავისი ავტოგრაფიანი მაისური გაუგზავნა. თუმცა, როგორც გაირკვა, მთელმა ამ ისტორიამ მურთაზის ოჯახს ავნო.

საქმე ისაა, რომ მურთაზ აჰმადის ოჯახმა თალიბებისგან მუქარის წერილები მიიღო. ოჯახის წევრებს ეშინიათ, რომ თალიბები მურთაზს გაიტაცებენ და გამოსასყიდს მოითხოვენ. ამის მიზეზი ისაა, რომ თალიბები მთელი რიგი სპორტის სახეობების წინააღდეგნი არიან. მაგალითისთვის, 1996-2001 წლებში, მათ ღაზას სტადიონი საჯარო ჩამოხრჩობის ადგილად ჰქონდათ ქცეული.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი მურთაზ აჰმადის მამამ გააკეთა: "თალიბების მიერ მოწერილ წერილებში ისინი მეკითხებოდნენ, თუ რატომ არ სწავლობს ჩემი შვილი ყურანს სკოლაში და რატომ ვაძლევთ მას უფლებას ითამაშოს ფეხბურთი. ამ წერილების მიღების შემდეგ, ყველაფერი გავყიდე, რაც გამაჩნდა და ოჯახთან ერთად ავღანეთიდან კვეტაში (პაკისტანი) გადავსახლდი."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    La BomBonera
    სტუმარი [?]
    #5 5 მაისი 2016 16:13
    1
    ციტატა: barca_1999
    სამწუხაროა, მაგრამ იმედია ესეც მესის ბრალი არ არის!!! angry

    Esec ratom Jigaro? Manamde Kidev Moxvda Rame?
    barca_1999
    სტუმარი [?]
    #4 5 მაისი 2016 02:47
    1
    სამწუხაროა, მაგრამ იმედია ესეც მესის ბრალი არ არის!!! angry
    mari mari
    სტუმარი [?]
    #3 4 მაისი 2016 16:27
    1
    Au ra sashinelebaa feel
    kvachi
    სტუმარი [?]
    #2 4 მაისი 2016 14:28
    1
    მერ ეიტყვიან ცოდოები არიან ნუ ხოცავტO ;DDD თALIBEBშO ;D NU XOჩAV KI AღA ;D ამერიკის პრეიზდენტი რო ვიყო პირველს მაგათ GAVAQღOBDI DEDAMIჭIDAN AN PALAჟENIAშ DAVIჭერდი
    ubadruki madrideli
    სტუმარი [?]
    #1 4 მაისი 2016 14:24
    1
    talibebi kristinas baleshikebi arian uechveli DD