"ბარსელონა" ტერ შტეგენს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

  • 28-04-2016, 16:16
  • "ბარსელონა" ტერ შტეგენს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

    კატალონიის "ბარსელონა" გუნდის გერმანელ მეკარესთან, მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან განშორებას არ აპირებს და ახალგაზრდა კიპერს ახალ კონტრაქტს სთავაზობს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

    ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ტერ შტეგენი გუნდში მისი მდგომარეობით უკმაყოფილოა, რაც მან რამდენჯერმე დაადასტურა კიდეც. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ 23 წლის კარის დარაჯის შეძენის სურვილს რამდენიმე კლუბი გამოთქვამს.

    თუმცა, "ბარსელონაში" მიაჩნიათ, რომ ტერ შტეგენი გუნდის მომავალი ნომერ პირველი მეკარე უნდა იყოს. ამის მტკიცებულება კი ის იქნება, რომ კატალონიელები ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს და ფინანსურად გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებენ.

    ტერ შტეგენსა და "ბარსელონას" შორის ამჟამად მოქმედ კონტრაქტს ვადა 2019 წლის ზაფხულში გასდის.

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Basic
    Basic სტუმარი [?]

    28 აპრილი 2016 21:02

    Kaiia kai

    0
    სერხი რობერტო
    სერხი რობერტო სტუმარი [?]

    28 აპრილი 2016 20:50

    ხალხი ამიხსენით რატო გგონიათ ეს საუკეთესო მეკარედ? ვაფშე არ არის მაგარი მეკარე

    0
    გასულია
    mesi_10 Culé [?]

    28 აპრილი 2016 20:28

    ძალიან კარგი შტეგო ბარსას მომავალი კიპერია.

    0
    koka aronia
    koka aronia სტუმარი [?]

    28 აპრილი 2016 19:14

    იე ბეიებე კარგია fellow

    0
    ტერ შტეგენი 1
    ტერ შტეგენი 1 სტუმარი [?]

    28 აპრილი 2016 17:11

    შემდეგი სეზონიდან ძირითადში!!!!!!

    0
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    28 აპრილი 2016 16:47

    კაი,მარა მარტო გაუმჯობესებული კონტრაქტით ვერ გააჩერებთ, კაცს თამაში უნდა თორე ხელფასს ყველგან გადაუხდიან

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge