მარსელო: „ნეიმარი „ოქროს ბურთს“ მოიგებს, ეს მხოლოდ დროის საკითხია“
მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი თანამემამულე ნეიმარი, რომელიც "ბარსელონას" ღირსებას იცავს, მომავალში "ოქროს ბურთს" აიღებს.
"ვფიქრობ, მესი და კრიშტიანუ ამჟამად სხვა ფეხბურთელებთან შედარებით მაღალ დონეზე იმყოფებიან, თუმცა ნეიმარმა დაამტკიცა, რომ მათ არაფრით ჩამოუვარდება. მისი "ოქროს ბურთი" - მხოლოდ დროის საკითხია.
მე ვისურვებდი, რომ "ოქროს ბურთი" კრიშტიანუ რონალდუს მოეგო, რადგან ყოველდღე ვაკვირდები თუ როგორ დაუღალავად შრომობს იგი, თუმცა მას ძალიან ძლიერი მეტოქეები ჰყავდა ლიონელ მესისა და ნეიმარის სახით." - განაცხადა, მარსელომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]