მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა
კატალონიის "ბარსელონას" 28 წლის არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. მესიმ აღნიშნული მიღწევა დღეს, მსოფლიოს 2015 წლის საკლუბო ჩემპიონატის ფინალში დააფიქსირა.
რეკორდი იმაში მდგომარეობს, რომ ლეო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში 7 სხვადასხვა ტურნირზე მოახერხა გოლის გატანა, 6 ტურნირზე "ბარსელონას" შემადგენლობაში (ლა ლიგა, სამეფო თასი, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი) და ერთიც არგენტინის ნაკრებში (კოპა ამერიკა 2015).
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]