ვილიანოვა: "ჩვენ განსაკუთრებულად ვითამაშეთ"

  • 6-09-2010, 21:29
  •  ტიტო ვილანოვა უკვე მესამე სეზონია "ბარსას" ძირითად გუნდს წვრთნის პეპ გვარდიოლასთან ერთად და ალბათ, ყველასთვის საინტერესოა მისი თვალით დანახული "ბარსელონა".

     კატალონიური კლუბის მეორე "ბოსმა" კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ამ "ბარსელონას" თავისუფლად შესწევს ძალა გაიმეოროს "ტრიპლეტი". ამის თქმის საბაბს ტიტოს აძლევს ფეხბურთელები, რომლებსაც სხვადასხვა პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ ასპარეზობა.

     "ჩვენს შემადგენლობაში ცხრამეტი პირი ირიცხება, მაგრამ შეიძება ითქვას, რომ "ბარსელონაში" გვყავს მინიმუმ 24 ფეხბურთელი." - განაცხადა ვილანოვამ "Herald"-თან ინტერვიუში.

    "ფეხბურთელის მრავალფეროვნება დღევანდელი "ბარსელონას" ერთ-ერთი უმთავრესი კოზირია და გვარდიოლას თქმის არ იყოს, კარგია, როცა ერთ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი მოდის."

     ვილანოვა თვლის, რომ "ბარსა" გააგრძელებს იმ ფეხბურთის ჩვენებას, რომელსაც არც ერთი ფეხბურთის გულშემატკივარი გულგრილი არ დაუტოვებია. მწვრთნელის აზრით, გუნდის ბირთვი ნებისმიერ მომენტში შეძლებს რაიმე ინოვაციის შექმნას და ეს არის "ბარსელონას" თამაშის სავიზიტო ბარათი.

     "ჩვენ ვითამაშეთ სხვებისგან განსხვავებული ფეხბურთი. ამ გუნდის ბირთვი უკვე ორი წელია ჩამოყალიბებულია და ნებისმიერმა ფეხბურთელმა იცის, რა უნდა გააკეთოს მან და მისმა თანაგუნდელმა. ეს არის მთავარი გზა წარმატებისკენ. ასე რომ, ჩვენ დღითიდღე უკეთესები ვხდებით."

    ტიტომ ასევე ისაუბრა ლიონელ მესიზე, რომელმაც წინა სეზონში "ბარსელონას" მთავარი გამტანად მოევლინა. სწორედ გვარდიოლას სქემის წყალობით, არგენტინელს მიეცა საკმარისი სივრცე, რომელიც მან უნაკლოდ გამოიყენა.

     "როდესაც ჩვენ გუნდი ჩავიბარეთ, ლიონელ მესის გოლების სიმცირის გამო აკრიტიკებდნენ. მე ეს სასაცილოდაც არ მეყო, რადგან მანამდე ლეო ჩემს თვალწინ თამაშობდა. მაშინ კი ვერავინ იტყოდა, რომ ამ ბიჭს გოლების გატანა გაუჭირდებოდა. მისთვის ეს სქემა ზედგამოჭრილია. მას შეუძლია შეიწიოს საჯარიმოს სიღრმეში, საჯარიმოს გარეთ, ან სულაც ფლანგზე გადაინაცვლოს. ეს საკმარისია მისთვის, რათა გვანახოს ის ფეხბურთი, რომლის წყალობითაც ჩვენ მას საუკეთესოდ ვთვლით." - დაასრულა ტიტო ვილანოვამ.

    წყარო: www.sport.es 

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა