"ბარსელონამ" 1/8-ფინალის საგზური გაინაღდა

"ბარსელონამ" 1/8-ფინალის საგზური გაინაღდა

"ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის თამაში ჯერ არ ჩაუტარებია, მაგრამ კატალონიელებმა ამ ტურნირის 1/8-ფინალში გასვლა რამდენიმე წუთის უკან მაინც გაინაღდეს.

E ჯჯგუფის მე-2 თამაში, რომელიც თბილისის დროით 21 საათზე დაიწყო და რომელშიც ერთმანეთს ბატე და "ლევერკუზენი" დაუპირისპირდნენ, 1:1 დასრულდა. 5 თამაშის შემდეგ, ბატე-ს 4 ქულა აქვს, ხოლო "ლევერკუზენს" - 5. ვინაიდან "ბარსელონას" 4 ტურში 10 ქულა აქვს, ვერც ბატე და ვერც "ლევერკუზენი" მას ვეღარ დაეწევიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლუის ენრიკეს გუნდმა მომდევნო ეტაპის საგზური ოფიციალურად მოიპოვა, ხოლო დღეს არწაგების შემთხვევაში პირველ ადგილსაც გაინაღდებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.