"რეალის" ბოლო ხუთმა მწვრთნელმა სადებიუტო "კლასიკო" წააგო

"რეალის" ბოლო ხუთმა მწვრთნელმა სადებიუტო "კლასიკო" წააგო

ბოლო დროს "კლასიკოში" დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, "ბარსელონას" მიერ "რეალის" გუშინ დამარცხება გასაკვირი არ ყოფილა. ამის მიზეზი ისაა, რომ მადრიდელებს "ელ კლასიკოში" დბიუტანტი მწვრთნელი ჰყავდათ.

რაფაელ ბენიტესი "რეალის" ზედიზედ მე-5 დამრიგებელია, რომელმაც თავისი სადებიუტო "კლასიკო" წააგო.

ეს ტრადიცია 2008 წლის 14 დეკემბერს დაიწყო, როდესაც ხუანდე რამოსის "რეალმა" პეპ გვარდიოლას "ბარსასთან" 0:2 წააგო. შემდეგ იყო 2009 წლის 29 ნოემბერი, მანუელ პელეგრინი და "კამპ ნოუზე" "ბარსას" 1:0 მოგება. ამას 2010 წლის 29 ნოემბრის ისტორიული "კლასიკო" მოჰყვა - ჟოზე მოურინიოს "რეალმა" 0:5 წააგო. 2013 წლის 26 ოქტომბერს სადებიუტო "ელ კლასიკო" კარლო ანჩელოტიმ ჩაატარა, რომლის გუნდმაც 1:2 წააგო.

წინა 4 შეხვედრა "კამპ ნოუზე" გაიმართა. გუშინ კი, უკვე "სანტიაგო ბერნაბეუზე", "ბარსელონამ" "კლასიკოში" დებიუტანტი ბენიტესის გუნდი 4:0 დაამარცხა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.