რაკიტიჩი: "ჩავის შეცვლა შეუძლებელია"

რაკიტიჩი: "ჩავის შეცვლა შეუძლებელია"

"ბარსელონას" ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა განაცხადა, რომ ის არ შეეცდება შეცვალოს კლუბის ლეგენდა ჩავი, რომელმაც "ბარსელონა" გასულ ზაფხულს დატოვა.

"ჩავის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ ვეცდები გუნდს მივცე ყველაფერი საუკეთესო, რაც შემიძლია. მე, მინდა ვიყო ივან რაკიტიჩი და არა ჩავი ან ინიესტა.

მათ სხვადასხვა ძლიერი მახასიათებლები აქვთ, მაგრამ შევეცდები გუნდს დავეხმარო, იმით, რითიც შემიძლია. ჩვენ ვსაუბრობთ ჩავიზე, რომელიც გუნდის სიმბოლოა. მან, აქ 20 წელი გაატარა.

ჩავი მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის თავისი ქმედებებით არა მარტო მინდორზე, სადაც ის დიდებულია, არამედ გასახდელშიც, იგი გუნდის ლიდერი იყო.

ახლა ჩვენთან ერთად აღარ არის, ამიტომ, რაღა თქმა უნდა, რაღაც შეიცვალა. მაგრამ მომენტი, როდესაც ჩავი წავიდა იდეალური იყო, რადგან მან ყველა შესაძლებელი ტიტული მოიგო. ალბათ, ეს იყო საუკეთესო მომენტი." - განაცხადა რაკიტიჩმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.