მესი "კლასიკოს" სათადარიგოზე დაიწყებს

  • 15-11-2015, 12:44
  • მესი "კლასიკოს" სათადარიგოზე დაიწყებს

    კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი "კლასიკოს" ძირითადში ვერ დაიწყებს, თუმცა სათადარიგოზე იქნება.

    წყაროს ცნობით, ამჟამად, 28 წლის არგენტინელისთვის შემუშავებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც, ის "კლასიკოსთვის" გამოჯანმრთელდება, მადრიდის "რეალთან" მატჩს სათადარიგოზე დაიწყებს და ბოლო 30 წუთი ითამაშებს.

    ლეო მესიმ რთული ტრავმა 26 სექტემბერს "ლას პალმასთან" მატჩში (2:1) მიიღო. რამდენიმე დღის წინ, მან ვარჯიში დაიწყო, თუმცა, როგორც ჩანს, არგენტინელი 21 ნოემბერს გასამართი თამაშისთვის სრულად გამოჯანმრთელებას ვერ ახერხებს.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge